პარლამენტარი ჯანაშია 100 მილიონ დოლარს ფლობს

პარლამენტარი ჯანაშია 100 მილიონ დოლარს ფლობს

14.12.2014

ნაული ჯანაშია არასდროს გამოირჩევა პოლიტიკური აქტივობებით, და შესაძლოა, ჩვენი მკითხველის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ის საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრია, მარტვილის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. 
ნაული ჯანაშია 18 წლიდან ყაზახეთში, ხოლო მოგვიანებით პეტერბურგსა და მოსკოვში მოღვაწეობდა. ამბობს, რომ აფხაზეთის ომის შემდეგ ყველაფერი დაკარგა და თავისი ქონება რუსეთში, იქაური მეგობრების დახმარებითა და ხელშეწყობით დააგროვა. საქართველოში 2008 წელს დაბრუნდა.

ნაული ჯანაშიას თავის ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული აქვს, რომ ფლობს ბინას მოსკოვში, ბალდაის გზატკეცილზე, მის საკუთრებაში შედის 200 კვ. მეტრი ფართობის მქონე სახლი და 1200 კვ. მეტრის ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი მოსკოვში - "პასიოლოკ დრუჟბაში". კიდევ ერთი მიწის ნაკვეთი, რომელიც დეპუტატის დეკლარაციაშია მითითებული, 528 კვ.მეტრს შეადგენს და მარტვილში მდებარეობს. მასვე ეკუთვნის 73 200 დოლარად ღირებული ავტომობილი "ტოიოტა", "ვოლვოსა" და "მერსედესის" მარკის ავტომობილები, სამსართულიანი სახლი და 3000 კვ, მეტრი მიწის ფართობი თბილისში, დიდ დიღომში. 

დეპუტატს თავის რაიონში ორი ეკლესია აქვს აგებული, მანვე გაარემონტა

დადიანების სახელობის რეზიდენცია, რომელიც მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარეობს.

ოფიციალური და არაოფიციალური წყაროების თანახმად, ჯანაშიას ქონებაზე 100 მილიონი დოლარად არის შეფასებული. თავად კი ამბობს, რომ "საშუალოდ მდიდარია". "ჩემისთანა მდიდარი ხალხი, შესაძლოა, მილიონი იყოს საქართველოში, ისინი არ ამჟღავნებენ ამას, ყველა მიმალულ-დამალულია, - მე არაფერი მაქვს დასამალი", - ამბობს დეპუტატი.

via:ambebi



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge