ბათუმში ბარნოვს ლექციაზე უარი უთხრეს

ბათუმში ბარნოვს ლექციაზე უარი უთხრეს

15.12.2014

ავტორები: თინათინ ჭკუასელი, ნოდარ მჟავანძე, მირიან ურუშაძე

საქართველოს ექსპრეზიდენტის ადმინისტარციის უფროსი და მოძრაობა „ დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისათვის“ დამფუძნებელი ანდრო ბარნოვი ირწმუნება, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში მას საჯარო ლექციების წაკითხვას უზღუდავენ. „რწმენა, განათლება და დემოკრატია“ - ამ თემაზე სტუდენტებთან შეხვედრა ბარნოვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთანაც სურდა, თუმცა მისი თქმით, სასწავლებლის ადმინისტრაციამ ამის ნება არ მისცა.

აღნიშნულ ფაქტს უარყოფს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი და სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარე. როგორც მათ განაცხადეს, ბარნოვის თანაშემწეებმა დახმარება მხოლოდ სტუდენტების ინფორმირებისათვის სთხოვეს, რომელიც დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იგეგმებოდა. რაც შეეხება აუდიტორიის გამოყოფას,უნივერსიტეტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მსგავსი მოთხოვნა არ ყოფილა.

„რწმენა, განათლება დ ადემოკრატია“ - საჯარო ლექცია დღეს ანდრო ბარნოვმა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართა.

via:tv25



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge