ახალგაზრდული მთავრობა

ახალგაზრდული მთავრობა

17.12.2014

ნანა ჯანაშია

გილოცავთ! კიდევ ერთი, 50 ახალგაზრდით დაკომპლექტებული ისეთი მთავრობა გვყავს, პრეზიდენტი და პრემიერი ერთობლივად რომ იღებენ  გადაწყვეტილებებს. მრჩევლებად ლექტორები ჰყავთ და ტრენინგებსაც ერთად ესწრებიან.  ყველაზე სასიამოვნო  კი ის ფაქტია, რომ  ჩვენგან არაფერი სჭირდებათ, არც ხმა,  არც ფული!  საკუთარი მშობლები აფინანსებენ!  საახალწლოდ საჩუქრებსაც გვპირდებიან. დიახ, კარს რომ გააღებ და გაგახარებს ისეთ მთავრობასაც ვეღირსეთ...  პირდაპირ, ზღაპრული ამბავია!  ახალგაზრდული მთავრობის წევრები საკუთარ ოფისზე ოცნებობენ  და სანამ მშობლები ამ ოცნებასაც აუსრულებენ -  შავი ზღვის უნივერსიტეტში იკრიბებიან.  პრეზიდენტს, პრემიერს, მინისტრებს  გასაუბრებით და ერთი წლის ვადით ირჩევენ. ასე რომ, საინტერესო ცხოვრება გველის.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge