სტრასბურგში შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს 7 მოქალაქე დაესწრება

სტრასბურგში შეთანხმების რატიფიცირებას საქართველოს 7 მოქალაქე დაესწრება

17.12.2014

ნანა ჯანაშია

ევროპარლამენტარები საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას დღეს, 17 დეკემბერს განიხილავენ. სხდომა, რომელზეც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას უყრიან კენჭს, სტრასბურგში, 18 დეკემბერს გაიმართება. ევროპარლამენტში ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას საქართველოს მოქმედი და ყოფილი (ევროპის სახალხო პარტიის მიწვევით, სპეციალური სტუმრის სტატუსით)  პრეზიდენტები დაესწრებიან.  ევროპარლამენტის წევრებს ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებისთვის მადლობა, საქართველოს პრემიერმა  წინასწარ, წერილით გადაუხადა. სხდომას საქართველოს მთავრობიდან არავინ, პარლამენტიდან - ორი კომიტეტის თავმჯდომარე, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების  თავმჯდომარეები და  ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დაესწრებიან.

ერთი სიტყვით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას, საქართველოს 7 მოქალაქე დაესწრება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge