საქართველოში Etihad-იც იფრენს

საქართველოში Etihad-იც იფრენს

18.12.2014

ნანა ჯანაშია

ავიამიმართულებების ფორუმს, Routes Silk Road-სა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას შორის  საქმიანი უთიერთობა  2014 წლის ივლისში დაიწყო. მაშინ თბილისში გამართულ ავიამიმართულებების ამ ფორუმს  50-ზე მეტი ავიაკომპანიისა და 60-ზე მეტი აეროპორტის წარმომადგენელი დაესწრო. ფორუმზე განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად შეუდგნენ თბილისიდან ავიარეისების შესრულებას Air Arabia და Aeroflot. ამ უკანასკნელის ფრენათა სიხშირემ (კვირაში 14 ფრენა) კი, გახსოვთ ალბათ, რომ  „აირზენას“ წარმომადგენლების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლა   „ჯორჯიან ეარვეისს“ (აირზენა) განვითარების საშუალებას არ მისცემს,  კომპანიის თანამშრომლები  სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშეც დგანან.  აირზენას წარმომადგენლებმა 10 დეკემბერს  სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წინ აქციაც მოაწყვეს.

მიუხედავად აირზენას უკმაყოფილებისა, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიამიმართულებების ფორუმს, Routes Silk Road-ს,   2015 წელსაც უმასპინძლებს. მეტიც,  2015 წლის ოქტომბერში  თბილისიდან აბუ დაბის მიმართულებით ახალი კომპანია Etihad  იფრენს. ალბათ, აირზენა ამასაც გააპროტესტებს...



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge