უკრაინაში წატეხილი ცხვირი საქართველოთი არ მრთელდება

უკრაინაში წატეხილი ცხვირი საქართველოთი არ მრთელდება

19.12.2014

დაიჯესტი

1.რუსეთის პრეზიდენტის  განცხადებით,“ ძალიან რთულია, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები უნდა დალაგდეს“. ე.ი. პუტინმა გადაწყვიტა უკრაინაში წატეხილი ცხვირი საქართველოთი გაისწოროს?!  არ გაუვა მაგ ნომერი...

2. ადიგენის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ვანო მერაბიშვილის სახლის გაქურდვის ფაქტზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი სამი პირი დააკავეს. სახლში აბაზანის სარკმლიდან ფარულად შეღწევის შემდეგ, ქურდებმა  პლაზმური ტელევიზორები, ჭურჭელი, სხვადასხვა დასახელების სასმელი, მოვერცხლილი ხატი და საყოფაცხოვრებო ნივთები მოიპარეს. Via: სამხრეთის კარიბჭე

3.უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2 კანდიდატურა განიხილება: საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. 2015 წლის  14 იანვარს პეტრო პოროსენკო ამ თანამდებობაზე ერთ-ერთი მათგანის დანიშვნას  გამოაცხადებს. Via:უნიანი

4. დავით ოქიტაშვილი: „...ხალხი, რომელიც მაშინ ბლოკავდა მომღერლებს, შავ სიებსაც ადგენდა, დღესაც მუშაობს კულტურის სამინისტროში. როგორ შეიძლება, სოფო აბულაძე კულტურული ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე იყოს, როცა მან წამართვა ვარსკვლავები და ამით ერთობოდა?! ეს ადამიანი დღემდე ნაციონლური მოძრაობის მომხრეა, მათ ყველა ყრილობასა თუ აქციას ესწრება და მოუთმენლად ელის, მიშა როდის დაბრუნდება ხელისუფლებაში თეთრ ცხენზე ამხედრებული. მითხარით, როგორ შეიძლება, ასეთი ადამიანი ნორმალურად ემსახუროს ქართულ კულტურასა და სამინისტროს. მათ ფონზე, ნინა წკრიალაშვილს მეტად ვაფასებ... ნაციონალების მომღერლებში იგი ყველაზე ღირსეული ადამიანი აღმოჩნდა, იმიტომ რომ კლუტურის სამინისტროდან არავის გაუგდია. თქვა, ეს ხელისუფლება ჩემთვის მიუღებელიაო, დაწერა განცხადება და წამოვიდა. ესაა ღირსეული დამოკიდებულება, თორემ ნინა წკრიალაშვილი ვინ არის, რას წარმოადგენს და ვისზე რას ამბობს, სხვა საკითხია. სოფო აბულაძე და მისნაირები კი სხედან თბილად და ახლაც წყვეტენ, ვინ იმღეროს, ვინ არა. „ვერსია“

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge