გოგელია ნიცშე არაა, რომ მის იდეოლოგიას დიდი გარკვევა სჭირდებოდეს

გოგელია ნიცშე არაა, რომ მის იდეოლოგიას დიდი გარკვევა სჭირდებოდეს

24.12.2014

ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას "მაესტროს" ხელმძღვანელის კოტე გოგელიას იდეოლოგიაზე შემდეგი რამ განაცხადა:""მაესტრო" თურმე შურს იძიებს ყველაზე, ვისაც გაუხარდა ევროპასთან ასოცირება, მაპატიეთ, მაგრამ ვინ კითხავს "მაესტროს" ზოგიერთ  ხელმძღვანელს, საით წავა საქართველო. ეს ქართველი ხალხის არჩევანია. მესმის, რომ ის  უნდა იყოს თურმე  ქართული, რაც სიტყვა-სიტყვით ნიშნავს არაევროპულს, ანუ რუსულს. საქართველოს პასპორტის არმქოე მოქალაქეები ქართველობას გვასწავლიან უცხოეთიდან, მაპატიეთ, მაგრამ ძალიან გულისამრევი და სასაცილოა. კი ბატონო, გნებავთ, პუტინის ტელევიზია გახსნან და გნებავთ, პროქართული, ჩუჩხეს იდეებით. ბატონი გოგელიას იდეოლოგია ჩემთვის დიდ საიდუმლოს არ წარმოადგენს, ესეც ნიცშე არაა, რომ დიდი გარკვევა სჭირდებოდეს".

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge