წინასაახალწლო მკვლელობა

წინასაახალწლო მკვლელობა

29.12.2014

საბოლოო ვერსია და დეტალები იმისა, თუ რა მოხდა 27  დეკემბრის ღამით ბათუმის კლუბ "ლეგასში" და რა გახდა 22 წლის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლის თარაშ მუკბანიანის მკვლელობის მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამაზ დევაძე, სამართალდამცავებმა სარფში საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს, თუმცა დევაძე საზოგადოებისთვის ამ მკვლელობამდეც იყო ცნობილი. დევაძეს მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს ე.წ. კანონიერ ქურდ მინდია გორაძესთან, იგივე "ლავასოღლისთან". გავრცელებული ინფორმაციით, მაშინ როდესაც ლავასოღლი კანონის დარღვევით 19 ივნისს, ბათუმში ერთი დღით იმყოფებოდა და მეგობრების წრეში, სასტუმრო "გოლდენ პალასში" ივახშმა, მას ბათუმში ერთ-ერთი ვინც დაყვებოდა სწორედ დევაძე იყო. მათთან ერთად "BMW"-ს მარკის ავტომობილში, რომელიც ბათუმის ქუჩებში უპრობლემოდ გადაადგილდებოდა  კიდევე ერთი მეგობარი ფაღავა იჯდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც დევაძის სახელი კრიმინალურ წარსულს უკავშირდება. გამოცემა benewsbatumi-ის ინფორმაციით აღნიშნული პიროვნება საზოგადოებას გასულ ზაფხულს დაამახსოვრდა, კერძოდ 26 ივნისს, როცა ბათუმის პოლიციის მე-5 განყოფილების თანამშრომელს პუშკინის ქუჩაზე სასტიკად გაუსწორდა.ამის შემდეგ კი თავად მინისტრის დავალებით თბილისიდან დასასვენებლად ჩამოსული პოლიციელები სასტიკად სცემა. ორივე საქმეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე და აჭარის შსს სამმართველოს უფროსი თამაზაშვილი ჩაერია, რის შემდეგაც 2000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ დევაძე გაათავისუფლეს. benewsbatumi-ის ინფორმაციით რამაზ დევაძეს კრიმინალურმა ავტორიტეტმა მინდია გორაძე იგივე ლავას ოღლიმ, “სპორტსმენ კრიმინალთა” ჯგუფის შექმნა დაავალა, რომელიც აღნიშნულ დანაშაულებებს დევაძის ხელმძღვანელობით ჩადიოდა.დევაძე და მისი ჯგუფი დღემდე ხელშეუხებლები იყვნენ. აღსანიშნავია ისიც,  რომ დღევანდელი მკვლელობის შემდეგ დევაძე საქართველო - თურქეთის საზღვრის ქართველმა მესაზღვრეებმა დაუბრკოლებლად გაატარეს, ის ნეიტრალურ ტერიტორიაზე თურქი მესაზღვრეების მიერ იქნა დაკავებული და გადმოცემული ქართული მხარისთვის. via:benewsbatumi



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge