სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტი შვილი ქეთევანი პარიზის ტერაქტის გაშუქებისას

სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტი შვილი ქეთევანი პარიზის ტერაქტის გაშუქებისას

09.01.2015

ნანა ჯანაშია

შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს,  პარიზში, კარიკატურული  ჟურნალის "ჩარლი ებდოს" რედაქციაში ორი პირი შეიჭრა და თანამშრომლებს "კალაშნიკოვის" ტიპის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 12 ადამიანი  დაიღუპა.

ვარაუდობენ, რომ  ეს თავდასხმა „ჩარლი ებდოს“ მიერ  "ტვიტერის" სოციალურ ქსელში ისლამური სახელმწიფოს მეთაურის აბუ ბაქრ ალ–ბაღდადის კარიკატურის გავრცელების გამო მოხდა.

თავდასხმის შემდეგ, ტერორისტებმა ქუჩიდან ავტომობილი გაიტაცეს და მიიმალნენ.

P.S.იმ დღეს, პირდაპირ ეთერში  ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტი შვილი ქეთევანი მუშაობდა და ტერაქტის დეტალებს აცნობდა საზოგადოებას.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge