ტერორისტის სიკვდილისწინა ინტერვიუ

ტერორისტის სიკვდილისწინა ინტერვიუ

11.01.2015

იმ დროს, როდესაც Charlie Hebdo -ს  ტერაქტში მონაწილე ძმებს მძევლები ჰყავდათ აყვანილი,  ერთ-ერთმა ძმამ, კერძოდ კი  შერიფ კუაშმა ფრანგულ ტელეკომპანია BFMTV-ს შემდეგი შინაარსის ინტერვიუ მისცა:

შერიფ კუაში: გეუბნებით, რომ ვართ წინასწარმეტყველის დამცველები და მე - შერიფ კუაში, იემენის ალ-ყაიდამ გამომგზავნა. გასაგებია?

- გასაგებია. მანდ მხოლოდ შენ და შენი ძმა ხართ?

შერიფ კუაში: არ არის ეს შენი პრობლემა.

- არის ხალხი მანდ, თუ არა?

შერიფ კუაში: არ არის ეს შენი პრობლემა.

- კარგი, გეგმავ ვინმეს მოკვლას ალაჰის სახელით თუ არა?

შერიფ კუაში: ვის მოკვლას?

- არ ვიცი, გეკითხები.

შერიფ კუაში: ჩვენ რა, უბრალო მოქალაქეები მოვკალით?

- თქვენ ჟურნალისტები მოკალით.

შერიფ კუაში: მაგრამ ჩვენ უბრალო მოქალაქეები მოვკალით? 

- მისმინე, შერიფ, მოკალით ვინმე დილით?

შერიფ კუაში: ჩვენ არ ვართ მკვლელები. ჩვენ ვართ წინასწარმეტყველის დამცველები, ქალს არ ვკლავთ, არავის ვკლავთ. ვიცავთ ჩვენს წინასწარმეტყველებს. თუ ვინმე მას შეურაცხყოფს, ჩვენ მას მოვკლავთ. არ ვკლავთ ქალებს. არ ვართ თქვენნაირი. ეს თქვენ ხართ, ვინც ხოცავს ქალებსა და ბავშვებს სირიაში, ერაყსა და ავღანეთში. თქვენნაირი არ ვართ. ჩვენ მუსლიმები ვართ.

- მაგრამ თქვენი შურისძიების მცდელობისას, 12 ადამიანი დაიღუპა.

შერიფ კუაში: კი, იმიტომ, რომ ეს შურისძიება იყო. კარგად თქვი. შენ თვითონ თქვი, ეს იყო შურისძიება. მომზადებულია tabula-ს მიხედვით.

ფოტოზე: RFM TV-ის ინტერვიუ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრ  კლაუდიო  გუეანტთან.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge