პარიზი, 14 იანვარი, ალიონი, რიგი "შარლი ებდო"-ზე

პარიზი, 14 იანვარი, ალიონი, რიგი "შარლი ებდო"-ზე

14.01.2015

საფრანგეთში პრესის ჯიხურებთან გრძელი რიგები დგას - Charlie Hebdo-ს ახალი ნომერი უკვე იყიდება. ჟურნალი 3-მილიონიანი ტირაჟით დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ ჩვეულებრივ 60 000 ეგზემპლარი გამოდიოდა. ნომერი ექვს ენაზე დაიბეჭდა, მათ შორის, არაბულად და თურქულად.

ჟურნალის გარეკანზე თვალცრემლიანი წინასწარმეტყველი მუჰამედია გამოსახული, რომელსაც უჭირავს პლაკატი „მე ვარ შარლი“. სურათს ახლავს სათაური - „ყველაფერი მიპატიებია“.

ჟურნალის გვერდებზე ბევრი მუსლიმი ექსტრემისტია გამოსახული. ერთ კარიკატურაზე ორი ტერორისტი სამოთხეშია და 70 ქალწულს ეძებს, უკანა ფონზე კი Charlie Hebdo-ს გარდაცვლილ თანამშრომლებს ორგია აქვთ მოწყობილი.

ჟურნალი მადლობას უხდის მილიონობით ადამიანს მხარდაჭერისთვის.

შარლი ებდოზე ტერაქტს 12 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 8 ჟურნალისტი.

via:tabula



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge