რუსული კვალი ვაზაგაშვილის აფეთქებაში

რუსული კვალი ვაზაგაშვილის აფეთქებაში

22.01.2015

იური ვაზაგაშვილის აფეთქებასთან დაკავშირებით ვრცელ სარედაქციო სტატიას აქვეყნებს გაზეთი „ქართული სიტყვა“ სათაურუთ- „ვინ შეუკვეთა იური ვაზაგაშვილის აფეთქება, სად მიდის კვალი“. სტატიის ავტორი მკითხველს აფეთქების ექსკლუზიურ ვერსიას სთავაზობს. ამ ვერსიის მიხედვით, კვალი რუსეთთან მიდის:

„ხელაღებით რამის მტკიცება, ცხადია შეუძებელია-ეს გამოძიების პრეროგატივაა, მაგრამ თუკი ვერსიებით ვიმსჯელებთ, შეიძლება, მივიდეთ დასკვნამდე, რომ ვაზაგაშვილის აფეთქებას პოლიტიკური სარჩული აქვს და აი, რატომ:

გარდა იმისა, რომ ვიღაცები ამ მკვლელობას ხელზე დაიხვევენ და იტყვიან, რომ ქვეყანაში კრიმინალმა პიკს მიაღწია-ადამიანებს, დღისით, მზისით კლავენ, დასაშვებია, რომ გაუბედურებული მამის მკვლელობას უფრო შორს მიმავალი ზრახვებიც ჰქონდეს დაყველაფერ ამის უკან ისინი იდგნენ, ვინც ბოლო დროს რუსეთში დაძრწიან. თუკი გავყვებით ვერსიას, რომ ვაზაგაშვილის ცინიკური მკვლელობის კვალი ჩრდილოეთამდე მიდის, მაშინ ლოგიკურად გაჩნდება შეკითხვა, თუ რა სარგებელს ნახავს ამ მკვლელობით ჩვენდამი მტრულად განწყობილი მეზობელი. „ქართული სიტყვისთვის“ კარგა ხანია ცნობილია, რომ გარკვეული ადამიანები მოსკოვში დადიან და რუსულ პოლიტიკურ თუ სახელისუფლებო ელიტას არწმუნებენ, საქართველოში ჯარი შემოიყვანოს, მაგრამ რა საბაბით შემოვა რუსეთი?-ახლა 2008 წელი აღარაა, რომ ხელისუფლება რუსულ პროვოკაციას წამოეგოს. ამიტომ, სხვა საბაბია მოსაძებნი. მართალია „ოცნებას“ ისეთი რეიტინგი აღარ აქვს, როგორიც 2012 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ქონდა, მაგრამ ხალხი, გაჭირვების მიუხედავად, იმ ზღვარზე არაა, რომ ქუჩაში გამოვიდეს. ამ ფონზე, სხვა „გამაღიზიანებელია“ საჭირო. მკვლელობა კი მითუმეტეს, ისეთი ადამიანის, რომელსაც შვილი სადისტურად მოუკლეს და რომელიც, 2006 წლიდან მოყოლებული, სამართალს ეძებდა, მოსახლეობაზე ემოციურად იმოქმედებს და საჭირო თუ გახდა, ქუჩაშიც გამოვა. ქუჩის აქციები კი, კრემლს საქართველოს ხელახალი ოკუპაციის საბაბს მისცემს-ბოლოს და ბოლოს, რუსეთში მოქმედებს კანონი, რომლის ძალითაც, ფედერაციის ხელისუფლება ვალდებულია სხვა ქვეყანაში მცხოვრები საკუთარი, ანუ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე იზრუნოს. ამასთან, არიან ქართველები, რომლებიც პუტინსაც და მის გარემოცვას არწმუნებენ, რომ სწორედ ახლაა დრო, საქართველო დაიპყროს და ასეთი შანსი აღარასოდეს იქნება! აღსანიშნავია, რომ ეს ადამიანები ბოლო დროს საქართველოშიც გააქტიურდნენ და ყურადღების მიპყრობას სხვადასხვა საზოაგდოებრივი აქტივობით ცდილობენ. ქვეყანაში ფართომასშტაბიანი არეულობის დაწყების კონტექსტში ჯდება, ასევე „ნაციონალების“, კერძოდ, ირაკლი ოქრუაშვილის შს მინისტრობის დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედის, ია მეტრეველის განცხადებაც, რომელიც მან იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ გააკეთა: „ეს აფეთქება მოაწყეს იომ მკვლელებმა, რომლებიც დღემდე დაუსჯელები არიან და ეს, რა თქმა უნდა უკავშირდება მისი შვილის საქმეს. შემდეგი მსხვერპლი ამ მკვლელების, ალბათ, მე ვიქნები“. იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ, ნებისმიერი მოკლული ბიჭის მშობელს, ან ახლობელს თმის ღერიც რომ ჩამოვარდეს, ეს ხალხისთვის უკვე ბოლო წვეთი იქნება! საერთოდ, როგორც საქმეში ჩახედულნი ამბობენ, მსგავსი მკვლელობები რუსული სპეცსამსახურების ხელწერაა. ამასთან, გამორიცხული არაა, რომ გამოძიება იმ ადამიანებზე გავიდეს, ვინც ვაზაგაშვილთან იყო დაახლოებული, ანუ რომ არა მეკავშირე, მკვლელები მიზანს ვერ მიაღწევდნენ-ე.ი ვიღაცამ იცოდა, რომ იური ვაზაგაშვილი სოფლიდან ისე არ წამოვიდოდა, შვილის საფლავზე რომ არ მისულიყო. ზემოთ ავღნიშნეთ, რომ გარდაცვლილი კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში დაკრძალვაზე მიდიოდა, შესაბამისად, შვილის საფლავსაც ნახავდა. მკვლელებმა თუ მკვლელობის შემკვეთმა, როგორც ჩანს, ყველაფერი ეს წინდაწინვე გაითვალისწინეს და საფლავი დანაღმეს. ვაზაგაშილის ძმისშვილი, გიორგი ვაზაგაშვილი ეჭვობს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, სავარაუდოდ, საფლავზე მდგარ საყვავილეში იყო დამონტაჟებული-თვითმხილველები ადასტურებენ, რომ აფეთქება ყვავილების ლარნაკში ჩადებისთანავე მოხდა. ამასთან, სოფელში, როგიორც ადგილობრივები ამბობენ, აფეთქების ხმა სამჯერ გაისმა და იური ვაზაგაშვილი მარტო რომ არ ყოფილიყო, მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა...მოკლედ, ვერსიას, რომ საქმე წმინდა ჩრდილოეთურ მკვლელობასთან გვაქვს, არსებობის უფლება აქვს, თუმცა საინტერესოა, გამოძიება რა კვალს დაადგება. ასეა თუ ისე, ცხადია:იური ვაზაგაშვილის აფეთქება მხოლოდ გამოწვევა კი არა, ერთგვარი ცინიზმია-შვილმოკლული მამა შვილის საფლავზე მოკლეს!“

წყარო „ქართული სიტყვა“და pirveliradio

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge