დეზინფორმატორი "Россия24" მარიუპოლის დაბომბვას მოსკოვს არა, კიევს აბრალებს

დეზინფორმატორი "Россия24" მარიუპოლის დაბომბვას მოსკოვს არა, კიევს აბრალებს

26.01.2015

რუსული სახელმწიფო ტელეარხი "Россия24" ავრცელებს ვიდეოს, სადაც მოყვანილია თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ლიდერის ალექსანდრე ზახარჩენკოს ციტატები. სიუჟეტი აგებულია მის მტკიცებაზე, რომ მარიუპოლი თავად უკრაინულმა არმიამ დაბომბა, რათა შემდეგ ეს ე.წ. ნოვოროსიის მებრძოლებს დაბრალებოდა.

შეგახსენებთ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ საქართველოში ოპოზიციაში გადასული ნინო ბურჯანაძე ამტკიცებდა, რომ ქალაქი გორი რუსეთის დროშის ფერებში გაფორმებულმა ქართულმა თვითმფრინავებმა დაბომბეს და არა რუსებმა, ხოლო უფრო ადრე, აფხაზეთში გაჩაღებული ომის დროს რუსული და აფხაზური მხარეები ამტკიცებდნენ, რომ ქართველები თავად ბომბავდნენ სოხუმს, რომ მერე ეს მოწინააღმდეგისთვის დაებრალებინათ. 

via:fmabkhazia



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge