ფაქტია, რომ მართლა მაგარია!

ფაქტია, რომ მართლა მაგარია!

28.01.2015

2014 წლის 13 იანვარს, ფოთის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი,უფროსი ლეიტენანტი, მანუჩარ შანავა ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი უფროსი ლეიტენანტი ლევან ბოჭორიშვილი და დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი, უფროსი ლეიტენანტი ლევან ღურწკაია შეიკრიბნენ, რათა აღენიშნათ ღურწკაიას და მანუჩარ შანავას დაბადების დღე.

მას შემდეგ, რაც 14 იანვარი დადგა რესტორანში გამოჩნდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, რომლებთანაც პოლიციელებს ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. მივიდნენ მათთან და ახალი წელი მიულოცეს, შემდეგ კი მუსიკოსებს სთხოვეს მათ საპატივცემულოდ “მიშა მაგარია” სიმღერა შეესრულებინათ, მეორე ჯერზე კვლავ სთხოვეს პოლიციელებმა მუსიკოსებს სიმღერის შესრულება, ოღონდ ამჯერად პოლიციის ჰიმნი. რამდენიმე წუთში ნაციონალებიდანაც საპასუხო მიძღვნა წამოვიდა, დაახლოებით დილის 3-4 საათზე მოქეიფეები დაიშალნენ . ეს ამბავი მივიდა სამმართველოს უფროსის ყურამდეც, რომელმაც ერთი მეორეს მიყოლებით და დროის სხვადასხვა ინტერვალით გაათავისუფლა, ჯერ ლევან ღურწკაია, შემდეგ მანუჩარ შანავა, ბოლოს კი ლევან ბოჭორიშვილი.
როდესაც ქ. ფოთის საქალაქო სამმართველოს უფროსს, ზურაბ ალანიას (ეკა ბესელის ბიძას) ერთ-ერთმა მათგანმა მოსთხოვა აეხსნა თუ რატომ აწერინებდა პატაკს გათავისუფლებაზე, პასუხად მიიღო შემდეგი: ვანო მერაბიშვილი, რომ გაეთავისუფლებინათ ციხიდან, ის არ იმღერებდა “მიშა მაგარიას” და შენ რა გამღერებდაო?!”

ინფორმაცია მოგვაწოდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ფოთის საქალაქო ორგანიზაციამ.

tzona.org

P.S. მადონა რობაქიძე: იმღერებენ თუ არ იმღერებენ, ფაქტი ერთია - მიშა მართლა მაგარია!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge