დღეს ირაკლი ფირცხალავა დააკავეს... ვინ იქნება შემდეგი?!

დღეს ირაკლი ფირცხალავა დააკავეს... ვინ იქნება შემდეგი?!

02.02.2015

ვიდეო №1

 

ამ გადაცემის (იხ.: ვიდეო №1) ეთერში გასვლიდან მესამე დღეს,  დააპატიმრეს ირაკლი ფირცხალავა.

ახლა კი, გთავაზობთ მასალას პაპუაშვილი-გაბუნიას მკვლელობის შესახებ.

2006 წელს, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ზურა ვაზაგაშვილი 2002 და 2003 წელს ჩადენილ ორ მკვლელობაში ფიგურირებს. საქმე ეხება, ბექა პაპუაშვილისა და გიორგი გაბუნიას მკვლელობებს. საქმის დეტალებზე, news.ge-ს 2003 წელს გარდაცვლილი გიორგი გაბუნიას მამა ლევან გაბუნია ესაუბრა.

„ჩემი შვილი ბექა პაპუაშვილის მკვლელობის მოწმე იყო, სერგო ფერაძესთან ერთად. პაპუაშვილის მკვლელობის შემდეგ, ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები, ვინც მკვლელობა მოახდინა, მიიყვანეს პოლიციაში და გაუშვეს. ამის შემდეგ, შეიყვანეს მოწმეები დასაკითხად. მათ, რა თქმა უნდა, არ მისცეს ინფორმაცია გამოძიებას. იყო ინფორმაცია, რომ 70 ათასი დოლარი იყო გადახდილი, რომ საქმე არ გამოძიებულიყო. ჩემი შვილი ვაზაგაშვილს არ იცნობდა, მაგრამ ამოცნობა შეეძლო

ჩემმა შვილმა და მისმა მეგობრებმა, თვითონ გადაწყვიტეს, შური ეძიათ. ამის მერე, ისეთი ხალხი ჩაერია, მიუგზავნეს ჩემს შვილს, ვითომ მეგობრობდნენ და მერე ვაზაგაშვილთან მიჰქონდათ ამბავი.

პაპუაშვილის წლის თავზე, ჩემმა შვილმა უთხრა პაპუაშვილის მამას, დავადებ ხელს მკვლელსო. იმ წუთში მიუტანეს ამბავი ვაზაგაშვილს.

ამ შეხვედრიდან ერთ კვირაში, ჩემს ბიჭს შეხვედრა ჰქონდა, როგორც თვითონ მომიყვა, „კრაკადილასთან“, მაშინ ჩემს შვილთან მეგობრობდა. იგი ჩემი შვილის მკვლელობაშია გარეული. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ „კრაკადილამ“ ვაზაგაშვილს და მის მეგობრებს შეახვედრა. მითხრა, უსიამოვნო ლაპარაკი მქონდა იმათთანო. ამის მერე, ათ დღეში, ჩემი შვილი გადმოაგდეს სახურავიდან.

მაშინ, ქალაქის სამმართველოში, ვინმე ვანომ, ოპერმუშაკმა, მითხრა, საქმე ხომ აღვძარით, ყველაფერი ვიცით, მაგრამ სანამ ეს მთავრობა იქნება, საქმე არ იქნება გამოძიებულიო.

ახლა დაწყებულია გამოძიება. ორივე საქმე, ჩემი შვილის და პაპუაშვილის, გააერთიანეს. მე გამომძიებელი, რამდენიმე დღეში დამიძახებს“, - ჰყვება ლევან გაბუნია.

პაპუაშვილის და გაბუნიას მკვლელობების დეტალები, რომლებიც საქმის მასალებშია შეტანილი, News.ge-ს კიდევ ერთმა წყარომ მიაწოდა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

„2003 წლის 23 ნოემბერს, საბურთალოზე, შარტავას ქუჩაზე, ბარში, „ვილა ძარა“, იმყოფებოდა ზურა ვაზაგაშვილი მეგობარ გოგნასთან ერთად. გოგონა აფთიაქში, „ჯაზუში“ მუშაობდა. ამავე ბარში იმყოფებოდნენ ბექა პაპუაშვილი და მისი მეგობრები. ცნობილია ვაზაგაშვილის თანმხლები გოგონას ვინაობაც და პაპუაშვილის თანმხლები პირების ვინაობაც. მათ შორის მოხდა შელაპარაკება და ვაზაგაშვილს ფეხის არეში მიაყენეს, პაპუაშვილის მხრიდან, მსუბუქი ხარისხის ჭრილობა. ვაზაგაშვილმა საავადმყოფოში არ თქვა, რომ დაჭრეს და თქვა, რომ ავარიაში მოჰყვა.

სავარაუდოდ, ვაზაგაშვილს პაპუაშვილის დაჭრა უნდოდა, პაპუაშვილმა დანა წაართვა ჭიდაობისას და თავისივე დანით დაჭრა. მეორე დღესვე, ვაზაგაშვილის მეგობრები იწყებენ პაპუაშვილის ძებნას. ორივე მხარე საბურთალოელები იყვნენ და მათი ნახვა ვაზაგაშვილისთვის სირთულეს არ წარმოადგენდა.

პაპუაშვილი მეგობარმა გააფრთხილა, რომ ვაზაგაშვილი და მისი მეგობრები, აფციაური და კიდევ ერთი, ეძებდნენ. 25 ნოემბერს, დაპირისპირებიდან ორი დღის მერე, პაპუაშვილი ურეკავს გია გაბუნიას და ეუბნება, ჩამოდი, დამდევენ და მიმაცილეთ სახლამდეო. ბაბუის სახლში აპირებდა მისვლას.

გია გაბუნია, ბექა პაპუაშვილი და სერგო ფერაძე, სამივე წავიდნენ საბურთალოს ქუჩაზე, ბაბუის სახლში. სახლთან სამი უცნობი დახვდათ. ერთი ვაზაგაშვილი იყო, მეორე ირაკლი ძიმისტარაშვილი, რომლის მამაც იმ დროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადიგლე იყო; მესამე - ბაჩი აფციაური.

ვაზაგაშვილმა და მისმა მეგობრებმა პაპუაშვილს სკვერში გასვლა შესთავაზეს, საქმის გასარკვევად. მას შემდეგ, რაც უარი მიიღეს პაპუაშვილისგან, ვაზაგაშვილმა დაიწყო სროლა მისი მიმართულებით. ორი ისროდა, ვაზაგაშვილი და კიდევ ერთი. პაპუაშვილი, სროლის შემდეგ, სახლისკენ მიდის და კარებთან ვარდება. ვაზაგაშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა მისდიეს და სანამ არ დააცალეს ტყვიები, არ მოეშვნენ. პაპუაშვილის თანხმლები პირები გაიფანტნენ“, - ჰყვება წყარო.

მისივე თქმით, პაპუაშვილი საავადმყოფოში გონდაკარგული მიიყვანეს და საოპერაციო მაგიდაზე ისე გარდაიცვალა, ლაპარაკი ვერ მოასწრო, თუმცა, გამოძიების ბოლომდე მიყვანას ხელს ეს არ შეუშლიდა.

„იქ მყოფი ექვსი პირიდან გარდაიცვალა მხოლოდ პაპუაშვილი, ერთი წლის მერე, გიორგი გაბუნია. პაპუაშვილის მხირდან - ფერაძე, ვაზაგაშვილის მხრიდან - ძიმისტარაშვილი და აფციაური, შემთხვევის სამი მოწმე ცოცხალია.

შემთხვევამდე ერთი საათით ადრე, ვაზაგაშვილის მხარიდან ერთერთი ბებიასთან და დეიდასთან იყო ასული და იკითხეს პაპუაშვილი. დეიდისგანაც და ბებიისგანაც შესაძლებელია დადგენა, ვინ კითხულობდა პაპუაშვილს ამ სამიდან. ვაზაგაშვილი რომ შემთხვევის ადგილზე იყო, მობილური ტელეფონითაც იყო დადასტურებული. როცა იქ იყო, შემთხვევით, იმ მეგობარმა გოგომ დაურეკა, რომელიც ბარში ახლდა. აქედან დადგინდა, რომ ვაზაგაშვილი იმ მომენტში, იმ ადგილას იყო.

გარდა ამისა, საბურთალოს ქუჩაზე, ვაზაგაშვილი, მეგობრებთან ერთად, მისი მანქანით იყო მისული. არ ვიცი ვისზეა გაფორმებული, მაგრამ მანქანა ადგილზე დარჩა. დატოვეს მანქანა და გაიქცნენ. ვაზაგაშვილის შემთხვევის ადგილზე ყოფნა რამდენიმე მომენტითაა დადასტურებული.

ვაზაგაშვილი ამ შემთხვევის შემდეგ, გარბის ქალაქიდან და თავს აფარებს კასპს. ორ დღეში, 27 ნოემბერს, პოლიციამ დაადგინა მისი ადგილი, დააკავა და ჩამოიყვანა თბილისში. ყველასთვის ცნობილია, რომ მკვლელია. ჩამოჰყავს, რომ დაიკითხოს, გამოძიება ჩატარდეს. მიიყვანეს საბურთალოს განყოფილებაში.

საბურთალოს განყოფილებაში არიან მოწმეებიც, მათ შორის, გიორგი გაბუნია, რომელმაც უნდა ამოიცნოს მკვლელი. ვაზაგაშვილი პოლიციამ უკანა კარიდან გადიყვანა, გააპარა არაყიშვილზე, სამმართველოს შენობაში, რომლის მეორე სართულზეც პროკურატურაა.

ამოცნობა არ ჩაატარა პროკურატურამ, არ ვიცი რატომ. ფიქტიურადაა დაკითხული ვაზაგაშვილი, რომელიც ამბობს, სხვაგან ვიყავი, როცა ეს მოხდაო. რა უნდა ამის დადგენას, ტელეფონის ამონაწერი, მანქანა, კონფლიქტი წინა დღის მომხდარია, მოტივი გაქვს. არავითარი მოქმედება არ ჩაატარეს, რაც უთხრათ ვაზაგაშვილმა, გაიზიარეს და გაუშვეს.

გაბუნია მიყვანილი ჰყავთ იქ, რომ დაიკითხოს და ამოცნობა ჩატარდეს. გაბუნია ელოდება სამი საათი. პოლიცია ურეკავს პროკურორს, რომ მოვიდეს და დაკითხოს. პროკურორი მიზეზებს იგონებს და არ მოდის. საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარდა. გაბუნია ხედავს, რომ ძიმისტარაშვილი და ვაზაგაშვილი მიყვანილი ჰყავთ, პოლიცია ისე ექცევა, ეფერება და უშვებს. ეს ბავშვი იკეტება. არანაირ ინფორმაციას აღარ აძლევს გამოძიებას.

თევდორაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე სამმართველოში მიდის და რეკომენდაცია მიაქვს, რომ ვაზაგაშვილი დადებითად ხასიათდება. ეს კორუმპირებული გამოძიებისთვის საბაბი იყო, რომ ვაზაგაშვილმა რაც უთხრა, გაეზიარებინა და გაეთავისუფლებინა.

გენერალური პროკურატურა არ ენდობა ვაკე-საბურთალოს გამოძიებას და საბურთალოში მომხდარი მკვლელობა გადააგზავნა ისანი-სამგორის პროკურატურაში. 2004 წლის 1 თებერვალს

შეიძლება გენერალურს გამოეთხოვა, მაგრამ ერთ რაიონს ართმევენ და მეორეს აძლევენ გამოსაძიებლად. ეს ხდება იმისთვის, რომ საქმე გაფუჭდეს. იქაც ორჯერ, 2004 წლის 15 აპრილს და 2004 წლის 9 ივლისს, მკვლელობის საქმე შეჩერდა წარმოებით, გაუხსნელობის მოტივით. გადადეს გვერდზე. ეს ის პერიოდია, როდესაც საქმე ისანშია, გაბუნიას საერთოდ არ ეძახიან დაკითხვაზე და ფიქტიურად მიმდინარეობს გამოძიება.

უამრვი მოწმეა. მკველობას სამი ცოცხალი მოწმე ჰყავს, რომლიდანაც ერთი ჩვენებაც საკმარისია საქმის გამოსაძიებლად, მაგრამ არავინ არაფერს არ აკეთებს, მოწმეს არავინ არ კითხავს. პაპუაშვილის ოჯახი მოითხოვს გაბუნიასგან, რომ თქვა სიმართლე, რომ მკვლელი ვაზაგაშვილი იყო, მაგრამ არ ამბობს. თვითონ უნდოდათ მეგობრებს, სამაგიერო მათ გადეხადათ და არა პოლიციელების მიერ ყოფილიყო გამოძიებული.

საქმეს პოლიცია კი არა პროკურატურა იძიებდა, საქმე არ იყო პოლიციის დაქვემდებარებაში. რამდენჯერმე გაახმაურეს, პაპუაშვილის ოჯახის წევრებმა საქმე. მაგრამ იგი ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ გააფუჭა“, - ჰყვება წყარო.

რაც შეეხება გიორგი გაბუნიას, წყაროს ცნობით და საქმის მასალების მიხედვით, იგი, როგორც ბექა პაპუაშვილის მკვლელობის მოწმე, მოიშორეს, რადგან გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებდა და ამის შესახებ, ღიად თქვა.

„პაპუაშვილის მკვლელობიდან ერთი წლის მერე, 2003 წელს, პაპუაშვილის წლის თავზე, საკურთხი თუ სუფრა იყო. შეკრებილი იყო 15-20 ადამიანი, ოჯახის ნათესავები. გადმოცემით ვიცით, იქ იყო ლაპარაკი - გაბუნიას სთხოვა პაპუაშვილის ოჯახმა, ეთქვა სიმართლე სამართალდამცველებისთვის - არ გინდათ სამაგიეროს გადახდა, დაიღუპებითო, მივიდეთ გენპროკურატურაში და თქვი სიმართლეო. ამ ბავშვმა, ამდენ ხალხში, თქვა ვიტყვი და ამოვიცნობო.

ათი დღეც არ გასულა და გაბუნია გადმოაგდეს სააკაძის მოედანზე მდებარე თექვსმეტსართულიანი შენობიდან.

2003 წლის 28 დეკემბერს, გაბუნია გამოჰყავთ სახლიდან. გამოჰყავს „კრაკადილას“, იგივე ნიკოლოზ იაკობიძეს - კრიმინალია, რომელსაც კანონიერი ქურდობა უნდოდა, ჯეკო მამოიანის მარჯვენა ხელია და ვაზაგაშვილის მეგობრები არიან.

გაბუნიას მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე არ აღძრა ვაკე-საბურთალოს პროკურატურამ. უბედურ შემთხვევად მიიღო და არ გამოიძია.

ორჯერ, არაღძვრის დადგენილება გამოიტანა. გენპროკურატურამ ორჯერ გააუქმა ვაკე-საბურთალოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილება, უკანონოდ ცნო და დაავალა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. როგორც იქნა, აღძრა ვაკე-საბურთალომ საქმე. 7-8 თვის მერე, 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მშობლები რა თქმა უნდა ასაჩივრებდნენ. ამის შემდეგ, საბურთალოზე მომხდარი მკვლელობის საქმე საგამოძიებოდ გლდანი-ნაძალადევს გადაეგზავნა, რომელმაც ორჯერ შეაჩერა საქმე წარმოებით. მშობლები საჩივრებს წერენ. პროკურატურაში, „კრაკადილას“ და გაბუნიას მშობლებს შორის დაპირისპირებაც მოხდა. „კრაკადილამ“ რომ დაინახა, პროკურატურაში მშობლები იყვნენ, გაბრუნდა და გაიქცა, არ დააკავეს.

2006 წელს საქმე დააკავალიფიცირეს მკვლელობის მუხლით. მანამდე ის, რომ გიორგი გაბუნია გადმოვარდნილია, ერთი გოგონას ჩვენებაზე იყო აგებული, რომელიც მოპირდაპირე კორპუსში იყო. ამ გოგონას აწერინებენ, რომ დავინახე, როგორ გარბოდა, მარტო იყოო. საგამოძიებო ექსპერიმენტი რომ ჩაატარეს, აღმოჩნდა, რომ გოგონა ფიზიკურად ვერ დაინახავდა ამ შემთხვევას, მით უმეტეს, ვერც გაბუნიას ჩაცმულობას, თმას. ამ დროს, გოგო აღწერს, რა ეცვა ზუსტად, ფეხზე, შარვალი. ამ გოგოს დაკავების საფუძველი შეიქმნა, მაგრამ არაფერი არ გააკეთეს.

ექსპერტიზა ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ მანამდე გამოძიებულ საქმეში 7 ხელმოწერა, ახსნა-განმარტებების და ჩვენებების, არის გაყალბებული. მოწმის ჩვენებაც ყალბია და მის მიმართ არაფერი არ გატარებულა.

ტანსაცმლის ექსპეტიზა სამი წლის მერე ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ ბიჭი ჯემპრით, ქურთუკით, შარვლით და ფეხსაცმილი წვერებით არის გათრეული. ტანსცმელზე და ფეხსაცმელზე შავი ხაზებია დარჩენილი, ფეხსაცმელი ზემოდან გახეხილია. თითები დამტვრეული აქვს. ექსპერტიზის მერე, მიხვდნენ, რომ მკვლელობაა და ასე დააკვალიფიცირეს. ამას მშობლები მიხვედრილი იყვნენ.

მშობლებმა მეორე შვილი გადამალეს. დაურეკეს, ერთი ხომ მოგიკალით, მეორესაც მოგიკლავთო. ეს საქმეები რომ გამოიძიოს პროკურატურამ, დასაკავებელი იქნებიან არამარტო მკვლელები და თანამონაწილეები, რომლებიც ცოცხლები და თავისუფლები არიან, არამედ ის ხალხი, ვისაც შეხება ჰქონდა ამა თუ იმ სახით, ვინც ზომები არ მიიღო.

გაბუნიებმა იმას მაინც მიაღწიეს, რომ მკვლელობის მუხლით აღძრეს საქმე სამი წლის მერე, თორემ იმასაც არ აღძრავდნენ. ამ წუთშიც შესაძლებელია საქმის გამოძიება“, - ჰყვება წყარო.

იგი საქმის გამოძიებაში სირთულეს დღესაც ვერ ხედავს და მიიჩნევს, რომ გამოუძიებლობა პოლიტიკურ ინტერესს უკავშირდება.

·         http://news.ge/ge/news/story/82204-papuashvilisa-da-gabunias-mkvlelobis-gaertianebul-saqmeze-romlebshits-vazagashvili-figurirebs-gamodzieba-ganakhlda  10 მარტი 2014, 18:00

„მე რომ ვიცი ნეტა იმდენი იცოდეთ ვინმემ" (ნახეთ ვიდეო №2) უთხრა ირაკლი ფირცხალავამ დავით თევზაძეს  "იმედის" ეთერში დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე. ამ ცოდნაში ფირცხალავა ალბათ გაბუნია-პაპუაშვილის ზემოთ  მოთხრობილ საქმესაც გულისხმობდა...

ვიდეო №2

.

გთავაზობთ ფირცხალავას დაპატიმრების თემაზე გამოქვეყნებული მასალების ნაწილს:

გადაცემა ”იმედის კვირაში” ჩართვის დროს, რომლის თემაც ე.წ კორტების სპეცოპერაცია და იური ვაზაგაშვილის გარდაცვალება იყო საკრებულოს დეპუტატ ალეკო ელისაშვილსა და შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელს ირაკლი ფირცხალავას შორის შელაპარაკება მოხდა.

”რომ გამოწყობილხართ მაგ მუნდირში, თქვენ უნდა იჯდეთ ორწელწადნახევარია უკვე ციხეში.”- მიმართა ალეკო ელისაშვილმა ირაკლი ფირხცალავას. ”შენ ვინ ხარ ამ მუნდირს რომ ეხები, რა უფლებით ეხები ჩემს ორდენებს”- განაცხადა ფირცხალავამ ალესაშვილის საპასუხოდ.

http://newposts.ge/?l=G&id=63063-ფირცხალავა,ელისაშვილი,

2. “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” , იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლებას საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს: 

“სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ მოუწოდებს ხელისუფლებას უსწრაფესად, რაც შეიძლება შემჭიდროვებულ ვადებში გამოიძიონ ბატონი იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების ფაქტი.მივმართავთ საზოგადოებას წინასწარი შეფასებებისაგან თავი შეიკავონ და დაელოდონ გამოძიების დასრულებას”, – ნათქვამია ლიგის განცხადებაში. 

ორგანიზაცია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგას” ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავაა, მას ვაზაგაშვილების ოჯახი, კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციას ედავება, რომელსაც ზურა ვაზაგაშვილი ემსხვერპლა. 

- See more at: http://news.accept.ge/?newsid=33775#sthash.qnhik0Ww.dpuf

http://news.accept.ge/?newsid=33775

3. "სამართალდამცველთა დაცვის ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, რომ ზურა ვაზაგაშვილის საქმესთან დაკავშირებით მისი დაკავება უკვე დაანონსებულია და ის მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზეწოლა ხდება პოლიციელებზე და სხვა სამართალდამცავებზე. აქედან გამომდინარე გამოვცხადდი პროკურატურაში და ვაცხადებ, რომ მე მიმალვას არ ვაპირებ. არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ ვაპირებ. ვითხოვ, ან დამიბარონ და დამკითხონ, ან დამაკავონ, რაშიც მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ,“ - აცხადებს ირაკლი ფირცხალავა.

ფირცხალავა მთავარ პროკურორისგან ე.წ. კორტების საქმის პირად კონტროლზე აყვანას ითხოვს, რათა არ მოხდეს უდანაშაულო პირების პასუხისგებაში მიცემა.https://newposts.ge/?l=G&id=63733

4. ირაკლი ფირცხალავა ფიქრობს, რომ მას დააკავებენ.

განცხადება ამის შესახებ ფირცხალავამ გიორგი გაბუნიასთან საუბრის დროს, თოქშოუ "არჩევანში" გააკეთა.

ფირცხალავას განცხადებით, პოლიტიკური ზეწოლის ფონზე პროკურატურა მასაც და მის მეგობრებსაც დააპატიმრებს. 

"ხორციელდება ზეწოლა. ამ წნეხის პირობებში კი მეც და ჩემი მეგობრებიც ვფიქრობთ, რომ აუცილებლად დაგვაკავებენ. თუმცა, გაქცევას და დამალვას არ ვაპირებთ. არც მოწმეებზე ზეწოლას არ ვახდენთ," - აცხადებს ფირცხალავა. 

გიორგი გაბუნიასთან საუბრისას ირაკლი ფირცხალავამ ია მეტრეველის და სახალხო დამცველის განცხადებაზე ისაუბრა. 

"ეს არის ერთი წლისწინანდელი ამბავი. მაშინ ვაზაგაშვილების ადვოკატებმა თქვეს იგივე, შემდეგ ქალბატონი ია მეტრეველი საუბრობდა ამაზე. მინდა, ვთქვა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით მე გასული წლის 27 იანვარს მივმართე შსს-ს, გამოეძიებინა ეს ფაქტი. დამიბარეს, დამკითხეს, საბოლოოდ კი მითხრეს, რომ ამ საქმის გამოძიება მათ კომპეტენციაში არ შედიოდა, რადგან საქმეში პატიმარი ფიგურირებდა," - განაცხადა ფირცხალავამ. http://rustavi2.com/ka/news/8403

5. ირაკლი ფირცხალავას ინტერვიუდან, რომელიც დაკავებამდე ჩაწერა, ცნობილი გახდა, რომ მას ინფორმაცია ჰქონდა შესაძლო დაპატიმრების შესახებ.

ფირცხალავა აცხადებდა, რომ  ის და მისი თანამებრძოლები სამართალდამცველებთან თანამშრომლობისთვის მზად იყვნენ. 

„მე და ჩემი თანამებრძოლები ვიმყოფებით ახლა კოსტავას 44-ში, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისში, ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ჩვენ ამას ვითხოვდით, რომ სამართლებრივ სივრცეში გადასულიყო ყველაფერი და პოლიტიკოსები ჩამოცილებოდნენ ამ ამბავს. აქედან გამომდინარე, პრობლემას არ წარმოადგენს, ჩვენი ოფისის კარი ღიაა ყველასთვის, განსაკუთრებით, პოლიციელებისთვის, თუ პოლიციელებს გამოუშვებენ, ასე რო,მ welcome,” -განაცხადა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი ფირცხალავამ. http://rustavi2.com/ka/news/8730

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge