ვიდეო, სადაც ისეთი არაფერია აღბეჭდილი...

ვიდეო, სადაც ისეთი არაფერია აღბეჭდილი...

03.02.2015

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებთან (ეკა ყ.-ს „უწმაწური“ დიალოგი  პატრულთან...) დაკავშირებით „იმედზე“ განმარტება გააკეთეა. მან განაცხადა, რომ  გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არ  გაუთავისუფლებიათ და რომ მასში ისეთი არაფერია აღბეჭდილი...

“ჩვენს საზოგადოებას შესთავაზეს ვიდეო ჩანაწერი, სადაც ისეთი არაფერია აღბეჭდილი, გარდა საპატრულო პოლიციის ყოველდღიური მუშაობისა თავის ნიუანსებით. ასეთი ვიდეოჩანაწერები ყოველდღიურად კეთდება საპატრულო პოლიციაში. ამ ჩანაწერებთან ერთად საზოგადოებას შესთავაზეს მზა დასკვნა იმის თაობაზე, თუ რა ხდება. თურმე ხდება ის, რომ საპატრულო პოლიციაში იმისთვის, რომ პატრულ-ინსპექტორი ასრულებს კანონის მოთხოვნებს, უშვებენ სამსახურიდან. ორივე ვიდეოზე იყო ასეთი დასკვნა გაკეთებული. აქცენტი იყო არა იმაზე, თუ რა მოხდა, არამედ იმაზე, რომ პატრულ-ინსპექტორები გაუშვეს სამსახურიდან”

 "არავის ახსოვს ის შემთხვევა, როდესაც 2 თვის წინ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგა დახვდა 3 ტყვიას, არავის ახსოვს ის, რომ როდესაც ეს ვიდეოები დაიდო, იმ დღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს 6.5 კგ კოკაინი"



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge