აფხაზეთის ისტორია მეორდება

აფხაზეთის ისტორია მეორდება

06.02.2015

დღეს კიევში ა. მერკელი და ფ. ოლანდი ჩაფრინდებიან. ხვალ კანცლერი და პრეზიდენტი მოსკოვში გადაინაცვლებენ.
ბერლინი დღემდე კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა შეხვედრებს, რომელთა დამთავრება შედეგით გამორიცხული იყო. შესაბამისად, რაღაცაზე მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ. ეს ვითომ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა. თუმცა შესაძლო შეთანხმების დეტალებს თუ გაეცნობი, ოპტიმიზმზე საუბარი ჭირს:
– ფრონტის ხაზმა უნდა გადაინაცვლოს დასავლეთით რუსი ტერორისტების სასარგებლოდ;
– მოსკოვი სამაგიეროდ “პირდება” კიევს და დასავლეთს აღარ მოითხოვოს ფრონტის ხაზის გადახედვა;
– მძიმე ტექნიკა და არტილერიას მხარეები გაიყვანენ ფრონტის ხაზიდან;
– ტერორისტები “აღიარებენ”, რომ “დონბასი უკრაინის ნაწილია, ფორმალურად მაინც”;
– დასავლეთი ითხოვს სამშვიდობო ძალების შეყვანას (რასაც მოსკოვი, რა თქმა უნდა, არასოდეს დათანხმდება).
მოკლედ, აფხაზეთის ისტორია მეორდება. ვეღარ ისწავლა ჭკუა ჩიტმა-ჩიორამ.
გული მერევა ამათი შემყურე.

გრიგოლ ვაშაძე

tzona



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge