სჭირდებათ ქარწაღებულებს ქარის ელექტროსადგურები?!

სჭირდებათ ქარწაღებულებს ქარის ელექტროსადგურები?!

11.02.2015

რომან გოცირიძე

ქარს გატანებული მილიონები 
30 მილინი დოლარის ღირებულების ქარის ელექტროსადგურს მთავრობა აშენებს. სახელმწიფოს ფულით. თუ კარგია, აშენოს თავისი რისკის ფასად კერძო ინვესტორმა. რომ არ აკეთებს ამას?
რა დროს ქარია, როცა ამდენი მდინარე აუთვისებელია. ნუ იტყუებიან, რომ ამას " სახელმწიფო" აშენებს. ეს ის ფულია, ხალხმა რომ ლარის გაუფასურებით დაკარგა. სწორედ ასეთი ხელგაშლილი ბიუჯეტისა და არაკომპეტენტური( მხოლოდ)? ჩინოვნიკების წყალობით. 
p.s. დიდი ხნის წინ ვიყავით გერმანიის ქალაქ რეინეში, რომლის გარშემო ასეულობით ქარის ელექტროსადგურია ამ საკითხების შესასწავლად მიშა ღოღობერიძე, გოდერძი ბუკია( დღევანდელი დეპუტატი) და სხვა სპეციალისტები. ურთულესი თემაა. ძალიან ძვირი და ეკონომიკურად წამგებიანი. ცალკე, ერთი კინკილა ელექტროსადგურით არაფრის მომტანი, რომელიც სათამაშო თოჯინასავით ადგილობრივი ტურისტების მოსანახულებელ ადგილად თუ გამოდგება. ამ იდეის ხორცშემსხმელები მაშინ როცა აშენდება, მთავრობაში კი არა შეიძლება საქართველოშიც კი არ იყვნენ. რა ენაღვლებათ. თავისი ფულით ხომ არ რისკავენ. პირიქით, იქნებ შოულობრნ კიდევაც?

" საქართველოში, 20 მგვტსიმძლავრის   ქარის სადგურის„ქართლის“ მშენებლობის პირველი ეტაპი   დაიწყო. "ქართლი"  საქართველოში პირველი  ქარის ელექტროსადგურია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარი სახსრებით აშენებს  და რომლის საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.  

 "ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადასულები ვართ მშენებლობის ეტაპზე, ამ პროექტისმიმართ  დიდი ინტერესია ინვესტორების მხრიდან" -აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილმა.

შეგახსენებთ: სს „საქართველოის ენერგეტიკის განვითარების  ფონდი“ უკვეთანამშრომლობს „tractebel-engineering“ -სთან. ბელგიურმა კომპანიამ ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და ბუნებრივ აირზე მომუშავე 500 მგვტ სიმძლავრის თბოელექტროსადგურის პროექტზე წინასწარ ტექნიკურ-ეკონომიკურ დასკვნას ამზადებს." via:newpress

palimfsesti.ge: ფოტო გადაღებულია ჩვენი კორესპონდენტის მიერ შვედეთში, ქალაქ ჰელსინბორგთან ახლოს.. 12სექტემბერი, 2014 წელი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge