დეპუტატ დავით საყვარელიძის ადგილს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე დაიკავებს

დეპუტატ დავით საყვარელიძის ადგილს პარლამენტში ეკა ხერხეულიძე დაიკავებს

13.02.2015

გამომდინარე იქიდან, რომ დავით საყვარელიძე უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს თავმჯდომარედ ინიშნება, მას საქართველოს პარლამენტის მანდატზე უარის თქმა მოუწევს, მისი ადგილმონაცვლე კი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის თანახმად, პარტიის წევრი ეკა ხერხეულიძეა.

აღნიშნულთან დაკავშირებით "აქცენტი" თავად ხერხეულიძეს დაუკავშირდა, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

"მოვიფიქრებ, ჯერ კიდევ დროა", - განუცხადა "აქცენტს" ხერხეულიძემ.

არსებული ინფორმაციით, დავით საყვარელიძე უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს თავჯმდომარედ ინიშნება. acn.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge