ახალციხელი მოსწვლეები ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში

ახალციხელი მოსწვლეები ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში

13.02.2015

2014 წლის 25 სექტემბერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ, 12-18 წლის საშუალო სკოლის მოსწავლეებს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა შესთავაზა. ნათქვამი იყო, რომ გამარჯვებული გუნდი 2015 წელს გაემგზავრებოდა აშშ-ში კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტზე.

დღეს, ცნობილი გახდა, რომ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა ახალციხის მე-6 საჯარო და კერძო სკოლა "მზექას" მოსწავლეების, ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის გუნდის პროექტმა „მულტიკლიმატიზატორი“.

ვულოცავთ ირაკლის და კარლოს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ კონრადის ფონდის (The Conrad Foundation) მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამიტში რომელიც გაიმართება 2015 წლის 9-11 აპრილს, ნასას კენედის კოსმოსურ ცენტრში (NASA Kennedy Space Center), აშშ–ში.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge