დებალცევოში რუსული ტანკებია განლაგებული...

დებალცევოში რუსული ტანკებია განლაგებული...

15.02.2015

უკრაინაში შეერთებული შტატების ელჩის ჯეფრი პაიეტის თქმით, დებალცევოში რუსული ტანკებია განლაგებული. ამის შესახებ მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა, სადაც არგუმენტად თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს რუსეთის შეიარაღებაა და არა სეპარატისტების" - განაცხადა პაიეტმა.  

მისივე თქმით, რუსმა სამხედროებმა დებალცევოსთან ანტისარაკეტო სისტემები განალაგეს, ხოლო საზღვართან გროვდება შეიარაღება, რომელსაც ბოევიკებს მიაწოდებენ. 

"ახლა ბოევიკებს ტანკების, ჯავშანმანქანის, არტილერიისა და სარაკეტო სისტემის უფრო მეტი შეიარაღება აქვს, ვიდრე NATO-სა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანას" - აღნიშნა ელჩმა. 

დღესვე, პრორუსი სეპარატისტების იარაღით მომარაგებაში რუსეთი სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჯენ ფსაკიმ დაადანაშაულა. ფსაკის განცხადებით, დებალცევოსთან დიდი რაოდენობით რუსული არტილერია და სარაკეტო სისტემაა განლაგებული. 

მინსკის შეთანხმების მიხედვით აღმოსავლეთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობა 15 თებერვალს, კვირას უნდა ამოქმედდეს. პოროშენკოს განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ ამ დროისთვის ცეცხლი არ შეწყდება, მაშინ უკრაინა ევროპული საბჭოს საგანგებო სხდომას მოიწვევს.

via:tabula.ge



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge