დაწექი და ადექი ჩიტებთან ერთად - დღის ოქროს მარცვალს იქონიებ

დაწექი და ადექი ჩიტებთან ერთად - დღის ოქროს მარცვალს იქონიებ

16.02.2015

წყალი იქ დალიე, სადაც ცხენი სვამს - ცხენი არასდროს დალევს უვარგისს. ლოგინი იქ გაიშალე, სადაც კატა მოკალათდა. ხილი ჭამე, რომელსაც ჭიაყელა შეეხო, ხოლო სოკო მოკრიფე, რომელზეც ქინქლა ჯდება. ხე დარგე იქ, სადაც თხუნელა მიწას თხრის. სახლი აიშენე, სადაც გველი მზეს ეფიცხება. ჭა გათხარე, სადაც ჩიტები გვალვაში ბუდობენ. დაწექი და ადექი ჩიტებთან ერთად - დღის ოქროს მარცვალს იქონიებ. მიირთვი მეტი მწვანე ფერის საკვები - გექნება ძლიერი მუხლი და ამტანი გული, როგორც ცხოველს! იცურავე ხშირად - და იგრძნობ მიწაზე თავს, როგორც თევზი წყალში. ხშირად ახედე ზეცას და არ დააშტერდე ფეხებს - გექნება აზრები ნათელი და სუფთა. მეტად გაჩუმებული იყავი და ნაკლები ილაპარაკე - დაისადგურებს შენს სულში სიჩუმე. ხოლო სული გექნება მშვიდი და წყნარი.

ღირსი სერაფიმე საროველი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge