ნუცა თვალთმთხრელი

ნუცა თვალთმთხრელი

19.02.2015

ალექსანდრე კახა ლომაია

მოკითხვა ვინმე "ნინო ნუცა ჟორჟოლიანისგან" ჩემს ინბოქსში (სტილი დაცულია):

"ჩემი უბნის სკოლა რატო გაყიდე შე უნამუსო ადამიანო? 125-ე საჯარო სკოლა რატომ მიყიდე კახა ბენდუქიძეს? თანაც გროშებად გაყიდე მარტო ამის გამო ხარ შენ ციხეში ამოსალპობი შე არამზადა შენს გამო ჩეემს უბნანს და მოსახლეობას არ აქვს სკოლა იცოდე მაგრად მძულხარ და თბილისში არსად გადამეყარო თორემ მაგ თვალებს ამოგთხრი )))))))))))

როგორც ჩანს, იმ შენობაზეა საუბარი, სადაც თავის დროზე თავისუფალი უნივერსიტეტი დაფუძნდა და ახლა ნიუტონის სკოლაა განთავსებული. სამწუხაროდ, მე არ გამიყიდია. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას ეკონომიკის სამინისტრო განკარგავს. თან უნივერსიტეტი მანდ 2009 თუ 2010 წელს დაფუძნდა, მე კი მინისტრობა 2007-ში დავასრულე. ნეტავ კიდევ რამდენიმე შენობა ეყიდა კახა ბენდუქიძეს და კიდევ რამდენიმე კარგი საგანმანათლებლო კერა გაეკეთებინა. ასეთი "ნინო ნუცა ჟორჟოლიანები" ნაკლები გვეყოლებოდა.

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge