Mark Twain (nytimes)

Mark Twain (nytimes)

19.02.2015

მარკ ტვენი

1.უფრო ადვილია გარეთ დარჩე, ვიდრე შინიდან გარეთ გააღწიო.

2.ბოსტონში ასე კითხულობენ: „რამდენი იცის მან?“ ნიუ იორკში ასე: „რამდენად ღირებულია იგი?“ ფილადელფიაში კი: „ვინ იყვნენ მისი მშობლები?“

3.ყველა ბოროტების სათავე უფულობაა.

4.თუ  მშიერ  ძაღლს დააპურებ,  არასოდეს გამოიწევს შენსკენ საკბენად. ეს არის პრინციპული განსხვავება ძაღლსა და ადამიანს შორის.

5.კეთილდღეობა პრინციპების საუკეთესო დამცველია.

6.„კლასიკას“  ადამიანები აღმერთებენ, მაგრამ არ კითხულობენ.

7.თუ გაზეთებს არ კითხულობთ, არაინფორმირებული ხართ, თუ კითხულობთ დეზინფორმირებულნი.

8.ნორმალური ფსიქიკა და ბედნიერება აბსოლიტურად შეუსაბამო კომბინაციაა.

9.ადამიანები და მთვარე ერთმანეთს ჰგვანან, რადგან აქვთ  ბნელი მხარე, რომელსაც არავის უჩვენებენ.

10. პატარა სულის ადამიანები ყოველთვის ცდილობენ დაამცირონ თქვენი ამბიციები. მოშორდით მათ და ეძიეთ დიდსულოვანნი. მხოლოდ დიდსულოვან ადამიანთან გახდებით  დიადი.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge