ლორა თორნტონის შვილებს საქართველოში არ უშვებენ

ლორა თორნტონის შვილებს საქართველოში არ უშვებენ

20.02.2015

თუ NDI -ის დირექტორის ლორა თორნტორის შვილებს საქართველოს ვიზას არ მისცემენ, შესაძლოა მას  საქართველოს დატოვება მოუხდეს. ქალბატონი ლორას შვილებმა ვიზის მიღებისთვის ყველა პროცედურა ინსტრუქციების მიხედვით გაიარეს, დანიშნულ დღეს კი განუცხადეს, რომ დააგვიანდათ და ამ პროცედურების გასავლელად ონლაინ აპლიკაცია „არ ითვლება“.

“ღმერთო ჩემო - როგორც ბათუმში გითხარი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩემს შვილებს ვიზებზე უარი უთხრა ალოგიკური მიზეზებით. შესაძლოა NDI-ს დირექტორს საქართველოს დატოვება მოუწიოს! ვერც კი წარმოიდგენ, რა ალოგიკური რაღაცეები გვითხრეს. განსაკუთრებით გამაღიზიანებელი ისაა, რომ ყველა ურთიერთგამომრიცხავ რაღაცეებს გვეუბნება. ერთსა და იმავე ინსტრუქციებს ვერ ვიღებთ. ვიზების სამსახურის წარმომადგენელი ქალბატონი აზრზე არ იყო, რას ამბობდა, ბოდიშს იხდიდა.

 ყველა პროცედურა დავიცავით, გავაკეთეთ ზუსტად ის, რაც გვირჩიეს, გამოვცხადდით დანიშნულ დღეს და ა. შ. მაგრამ გვითხრეს, რომ ძალიან დავაგვიანეთ. ასევე გვითხრეს, რომ ელექტრონულად შევსებული აპლიკაციები “არ ითვლება” (რატომ გაქვთ მაშინ, ან ფულს რატომ გვახარჯინებთ ამაში). ამას გარდა, არავინ პასუხობს ტელეფონს იმისთვის, რომ ინფორმაცია მოიპოვო.

 გასაგებია ის, რომ სავიზო რეგულაციები მნიშვნელოვანია, მაგრამ პროცესი დამაბნეველია და გამაღიზიანებელი იმიტომ რომ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას ვიღებთ ყოველ ჯერზე. ვიმედოვნებ ჩემი შვილები და მე გამოვძვრებით ამ სიტუაციიდან.”

 ეს ტექსტური შეტყობინება  2015 წლის 20 თებერვალს  ქალბატონმა ლორამ ჟურნალ Forbes-ის რედაქტორს, ბატონ გუგა სულხანიშვილს გაუგზავნა,  მან კი ეს ინფორმაცია გაასაჯაროვა.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge