როცა ვინმეს 3 საათი გაუპატიურებით ემუქრები "სუფთა" როგორ ხარ?!

როცა ვინმეს 3 საათი გაუპატიურებით ემუქრები "სუფთა" როგორ ხარ?!

21.02.2015

ნიკა მელია

როდესაც საატესტაციო კომიის წევრი ხარ და გასაუბრებაზე გამოსულ აპლიკანტს 3 საათის განმავლობაში ძალდატანებით ოთახში გამოკეტავ, დედას აგინებ, გაუპატიურებით ემუქრები, ფიზიკურ ანგარიშსწორებას ბეისბოლის 'ბიტით' ჰპირდები, სუს-ის თანამშრომელები არჩილ ბებიაშვილი და დაჩი ჯაფარიძე დანაშაულის ჩადენაში გეხმარებიან, მერე ეს ყველაფერი ვიდეო ფირზე გადაღებული გავრცელდება, ყველა ნახავს, ყველა მოისმენს და მაინც გაიძახი მართალი ვარ, უბრალოდ ცოტა გავცხარდი, თუმცა უარესიც შეიძლება მომხდარიყოო - ამას რა ჰქვია რთულია შეაფასო!

გაიცანით გეგი ნიჟარაძე - თბილისის მერიის უკვე ოდიოზური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, რომელმაც დღეს ფრაქციის სხდომაზე, დაახლოებით შემდეგი რამ თქვა - მთელი ზედამხედველობის სამსახური რომ დაიჭირონ მაინც არ გადავდგები, ვინაიდან მართალი და 'სუფთა' კაცი ვაროო!

პ.ს. ყველაზე მეტად გამიკვირდა ბოდოკია და მედულაშვილი ისე გამოიყვანა, თითქოს არც დაკავებული ბოდოკია იყო მისი ადმინისტრაციის აპარატის უფროსი და არც განთავისუფლებული მედულაშვილი მისი მოადგილე!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge