ჟურნალისტებს ქურდები ოთხმოცდაათიანებშიც კი არ ემუქრებოდნენ

ჟურნალისტებს ქურდები ოთხმოცდაათიანებშიც კი არ ემუქრებოდნენ

25.02.2015

1კვესიტაძე: დამირეკა კანონიერმა ქურდმა ლავას-ოღლიმ და დამემუქრა

ოთხშაბათი, 25 თებერვალი, 2015 - 00:30.

რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე, facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მას კანონიერმა ქურდმა ლავას-ოღლიმ დაურეკა და დაემუქრა. მან ფეისბუქის გვერდზე არჩილ თალაკვაძეს მიმართა:

"მოგმართავ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ახლა დამირეკა კანონიერმა ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავას-ოღლიმ ტელეფონის ნომრიდან +372 81 652097 და დამემუქრა. იმედია სათანადო ზომებს მიიღებთ, ლავას-ოღლის ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ", - წერს კვესიტაძე.

კვესიტაძემ რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა არჩევანში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ მას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი გამოეხმაურა და დაჰპირდა, რომ სამინისტრო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

იმავე ეთერში სტუმრობისას, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასადგენია, მართლაც დაურეკა თუ არა კვესიტაძეს კანონიერმა ქურდმა.

"მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, ნამდვილად ვინ დაურეკა ქალბატონ ეკას. ამისათვის კი საჭიროა, რომ დაიწყოს გამოძიება. შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ძალიან კარგი, თუ საქმის კურსში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ ერთ ადამიანს შეუძლია, დაურეკოს მეორეს ვინმეს სახელით,"- თქვა კალაძემ.

1.რუსთავი 2-ის გადაცემა განსხვავებული აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე, facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ მას კანონიერმა ქურდმა ლავას-ოღლიმ დაურეკა და დაემუქრა. მან ფეისბუქის გვერდზე არჩილ თალაკვაძეს მიმართა:

"მოგმართავ, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ახლა დამირეკა კანონიერმა ქურდმა, მინდია გორაძემ, იგივე ლავას-ოღლიმ ტელეფონის ნომრიდან +372 81 652097 და დამემუქრა. იმედია სათანადო ზომებს მიიღებთ, ლავას-ოღლის ადგილმდებარეობას დაადგენთ და მის ექსტრადიციას მოითხოვთ", - წერს კვესიტაძე.

კვესიტაძემ რამდენიმე წუთის შემდეგ ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა არჩევანში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ მას შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი გამოეხმაურა და დაჰპირდა, რომ სამინისტრო ამ საკითხით აუცილებლად დაინტერესდება.

იმავე ეთერში სტუმრობისას, ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ დასადგენია, მართლაც დაურეკა თუ არა კვესიტაძეს კანონიერმა ქურდმა.

"მე ვფიქრობ, რომ უნდა დადგინდეს, ნამდვილად ვინ დაურეკა ქალბატონ ეკას. ამისათვის კი საჭიროა, რომ დაიწყოს გამოძიება. შესაბამის ორგანოებს მიმართონ. ძალიან კარგი, თუ საქმის კურსში არის შინაგან საქმეთა სამინისტრო. მე ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ნებისმიერ ერთ ადამიანს შეუძლია, დაურეკოს მეორეს ვინმეს სახელით,"- თქვა კალაძემ.tabula.ge

2. მუქარა ჟურნალისტებზე და მათი დაშანტაჟება გრძელდება!

ნატო გოგელია  2014-11-18 19:41:06 http://www.gurianews.com/_/left_wide/22729_74_ka/muqara_Jurnalistebze_da_maTi_daSantaJeba_grZeldeba.html

 ბოლო დროს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მუქარა, ბრალდებები "გურია ნიუსის" ჟურნალისტების მიმართ, ყოველგვარ საზღვარს გასცდა.

ბევრი, მათ შორის, პიარსამსახურების წარმომადგენლები ან ცალკეულ ჟურნალისტებზე განაწყენებულები, დისკრედიტაციისთვის სოციალურ ქსელებს იყენებენ და შეურაცხმყოფელ, ღირსების, რეპუტაციის შემლახველ ინფორმაციას ავრცელებენ, პირად ცხოვრებაში იჭრებიან და ოჯახის წევრების შეურაცხყოფასაც არ ერიდებიან.

სულ ბოლოს, "მართალი გურულის" სახელით გავრცელებულ ე.წ.  "მტკიცებულებებში"  ახალი არაფერია, მიზანი კი, სახელისა და რეპუტაციის შებღალვაა: ამ შემთხვევაში, გამოყენებულია პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. "სკრინშოტები,"რომლებიც გაყალბებული ექაუნთიდანაა გაკეთებული.

კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენი დისკრედიტაციის მოსურნე ფეისბუქელებს და მსგავსთ _ სხვისი პირადი ინფორმაციის, მით უმეტეს, გაყალბების გზით, მოპოვება, შენახვა ან გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია!

ამიტომ, მივმართავ საქართველოს პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყონებლივ დაიწყოს ძიება და დაადგინოს სიმართლე!

ოზურგეთის პროკურატურას უკვე მივმართე შესაბამისი წერილით. იმედი მაქვს, შესაბამისი უწყებები ამ საქმეს დროულად გამოიძიებენ, გაირკვევა ვის აქვს ჟურნალისტების პირად მიმოწერასთან წვდომა, ვინ სარგებლობს  ჩემი მეილითა და ფეისბუქით, ვინ აყალბებს ექაუნთებს და ვინ დგას ამ მიზანმიმართული კამპანიის უკან!.

3.თბილისის ფორუმი  26 Mar 2009, 13:16  #13110562    

 ამ წუტას იყო პირველ არხზე/....
ოპოზიცია ემუქრება ჟურნალისტებს ფიზიკური ზეწოლით თუ ისინი ოპოზიციის მხარეზე არ გადავლენ... http://forum.ge/?f=29&showtopic=33947567

4.

როგორ აშანტაჟებდნენ რუხაძეს, ლაზაშვილს, ბერიძეს, ბექაურსა და დარსალიას...

17:32 14.12.2012

[ეკა იაშვილი]

ივანიშვილის მეუღლის კუთვნილი მე-9 არხიდან პროტესტის ნიშნად წასულ ჟურნალისტებსა და ყოფილ დირექტორს აშანტაჟებენ.

საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი, თამარ რუხაძე, ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი, ყოფილი დირექტორი, კახა ბექაური და საინფორმაციო სამსახურის მოქმედი უფროსი, იმედა დარსალია ივანიშვილის ინტრიგებისა თუ მუქარის მსხვერპლნი გახდნენ.

ბერიძისა და ივანიშვილის შეხვედრა

მე-9 არხის ყოფილი დირექტორის, კახა ბექაურის მეუღლე, ტელეწამყვანი ეკა ბერიძე ივანიშვილმა დაიბარა. საუბრის დროს, ივანიშვილმა ბერიძეს მიანიშნა, რომ თუ ბექაური კვლავ გააგრძელებდა ტელეკომპანიის ახალი დირექტორის, ლუბა ელიაშვილის კრიტიკას, პოლიცია მის ძებნილ შვილს დააკავებდა და ციხეში ამოაყოფინებდა თავს.

ბერიძის შვილი, ჯერ კიდევ არჩევნებამდე ერთ-ერთი რესტორნის მიმტანის დანით დაჭრის გამო იძებნებოდა. ის საქართველოდან წასული იყო, მაგრამ არჩევნების შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ერთგვარი ხელშეუხებლობის გარანტიებიც მიიღო. 

თუმცა, ახლა, როდესაც ბექაური არ ისვენებს და ელიაშვილს აკრიტიკებს, ბერიძის შვილი შესაძლოა ციხეში აღმოჩნდეს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ბერიძე-ბექაური ბატონი ბიძინას „რჩევას“ არ გაითვალისწინებენ.

რუხაძის „აქილევსის ქუსლი“... 

ივანიშვილმა თამარ რუხაძე ჯერ კიდევ მაშინ აითვალწუნა, როცა მისი გადაწყვეტილებით „დიადს“ პირდაპირ ეთერში ზუსტად იმდენი დრო დაუთმეს, როგორც სხვებს. ეთერის დასრულების შემდეგ ივანიშვილი დერეფანში ურჩევდა რუხაძეს საქმეს. ხოლო როცა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ოლიგარქს შეკადრა, რომ ტელევიზიას თავისი სპეციფიკა აქვს, ივანიშვილი ლამის ისტერიკაში ჩავარდა...

რუხაძის „აქილევსის ქუსლი“ ეს ფაქტი არაა. საქმე ცნობილ ავტოავარიას ეხება. როცა გმირთა მოედანზე, რუხაძე საკუთარი ავტომობილით ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, დაზარალებული საავადმყოფოში აღმოჩნდა და შესაბამისად, მის მკურნალობას სერიოზული თანხაც დასჭირდა... 

მაშინ, ივანიშვილმა რუხაძეს ფინანსური პრობლემა მოუგვარა, მაგრამ როცა მან პროტესტის ნიშნად ტელეკომპანია დატოვა, მოულოდნელად დაზარალებულების ნათესავმა დაურეკა და უთხრა, რომ კიდევ სჭირდებათ საკმაოდ სოლიდური თანხა მკურნალობის მიზნით... თამარ რუხაზე პირად საუბრებში ამბობს, რომ დაზარალებულის ნათესავის ზარი პროვოცირებულია. 

იმედა დარსალია და მისი სიმამრი...

ზოგადად, სიმამრის თემა „ქართულ ოცნებაში“ აქტუალურია... შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის (კახა თარგამაძის კადრი და შევარდნაძის დროინდელი კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი) ნათესავ-მეგობრებს პოლიციაში მაღალ თანამდებობებზე ნიშნავს. 

კახეთი, პრინციპში თამაზაშვილმა დააკომპლექტა, ხოლო მისი დისშვილი, სიძე ღარიბაშვილმა შს სამინისტროს გენ-ინსპექციის უფროსად დანიშნა...

რაც შეეხება დარსალიასა და მის სიმამრს... იმედა, როცა რუხაძემ, ლაზაშვილმა და სხვებმა მე-9 არხი დატოვეს, ტელეკომპანიიდან წასულ ჟურნალისტთა შორის იყო. ის, თავდაპირველად იზიარებდა კიდეც იმ პროტესტს, რომელიც ელიაშვილის არაეთიკურ განცხადებებსა და მის დირექტორად დანიშვნას მოჰყვა. ბოლოს კი, მაინც ელიაშვილის გუნდში აღმოჩნდა და საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტიც შეიფერა... 

მიზეზი ისევ და ისევ „საკრალური“ სიმამრი იყო... საქმე ისაა, რომ როცა დარსალია მე-9 არხიდან წასვლას გეგმავდა, მის სიმამრს ყველა ბიზნესი დაუყადაღეს.. მას მიანიშნეს, რომ თუ დარსალია ტელევიზიიდან წავიდოდა, გააკოტრებდნენ.

რა ექნა სიმამრს? დაურეკა დარსალიას და სთხოვა, რომ არხიდან არ წასულიყო. ბუნებრივია, ისიც უთხრა, თუ რაში იყო საქმე... იმედამაც, პოზიცია შეიცვალა და სიმამრის ბიზნესი გადაარჩინა.

ნათია ლაზაშვილი და მისი სახლი...

მე-9 არხიდან წასული ნათია ლაზაშვილის მშობლიური სახლი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ კაჭრეთში მდებარეობს, მისი ღია პროტესტის შემდეგ დაიწვა... მეზობლების განცხადებით სახანძრო რაზმი დროულად მოვიდა, თუმცა წყლის არასაკმარისი რეზერვის გამო სახლის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

დაიწვა უძველესი ოჯახური რელიქვიებიც (სახლი ერთი საუკუნისაა). ნათია ლაზაშვილმა თავდაპირველად ორაზროვანი კომენტარი გააკეთა: „მე სახლში არ ვიმყოფებოდი, ვერ ვიტყვი, ეს უბედური შემთხვევა იყო, თუ მოწყობილი. ვერ ჩავედი, ჩემები იყვნენ, ყველაფერი დაიწვა, არც ერთი ნივთი არ გადარჩენილა“.

დღეს, დაფიქრების, სიტუაციის გაანალიზებისა და ფაქტების შესწავლის შემდეგ, ტელეწამყვანი მივიდა იმ დასკვნამდე რომ მისი სახლის დაწვა შურისძიება იყო და არა შემთხვევითობა. ნათია, ამას, მართალია საჯაროდ არ ამბობს, მაგრამ მეგობრებს ღიად უზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ივანიშვილის ხალხმა მასზე შური იძია...http://presa.ge/new/?m=society&AID=19836

 
 

5.მედიაზე ზეწოლა

ჟურნალისტი ნათია მიქიაშვილი ზვიად ჯანყარაშვილს მუქარაში ადანაშაულებს

სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2014 - 16:35

 გადაცემა ანატომიის ავტორი ნათია მიქიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის ყოფილ უფროსს და ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავს ზვიად ჯანყარაშვილს მუქარაში ადანაშაულებს. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ამზადებს გადაცემას საქართველოში ბიზნესის გადანაწილების შესახებ, რომელშიც ზვიად ჯანყარაშვილი ფიგურირებს. მისი თქმით, სწორედ ამას უკავშირდება ჯანყარაშვილის მუქარაც. მიქიაშვილი რეაგირებისთვის ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიმართავს.

"მე, ნათია მიქიაშვილი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც კი არასდროს ჩემს მიმართ არ განხორციელებულა პირდაპირი მუქარა - პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავის ზვიად ჯანყარაშვილის მიერ ნათქვამი სიტყვები არის მცდელობა, შეაჩეროს გადაცემა ანატომია", - აღნიშნავს მიქიაშვილი.

სტუდია ანატომიის გავრცელებულ განცხადებაში კი წერია, რომ ზვიად ჯანყარაშვილმა ჯერ ითხოვა, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში შეჩერებულიყო გადაცემა, სადაც ის იქნებოდა ერთ-ერთი მთავარი გმირი.

"უარის მიღების შემდეგ კი განაცხადა, რომ ანატომიის მის პიროვნებაზე მომზადების შემთხვევაში, ის ნათია მიქიაშვილს "ადეკვატურად, ძალიან ცუდად" მოექცეოდა და "ბევრ ცუდ რამეს გაუკეთებდა". ეს ჟურნალისტმა აღიქვა პირდაპირ მუქარად, რადგან რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ, რაც ნათია მიქიაშვილმა გააკეთა განცხადება მისი გადაცემის რუსთავი 2-ის ეთერში გასვლასთან დაკავშირებით, შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნათია მიქიაშვილის პოლიციელი მეუღლე აიძულა, დაეტოვებინა შსს-ს რიგები", - ნათქვამია განცხადებაში.

ზვიად ჯანყარაშვილის შესახებ კიდევ ერთი ახალი ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი, შესაძლოა, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის პოსტზე დაინიშნოს. გუშინ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე ადასტურებდა, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე ჯანყარაშვილის კანდიდატურა ნამდვილად განიხილება, თუმცა, გადაწყვეტილება პარტიის უახლოეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე გაირკვევა.

http://www.tabula.ge/ge/story/87945-zhurnalisti-natia-miqiashvili-zviad-jankarashvils-muqarashi-adanashaulebs

6. ქუთაისელი ჟურნალისტების სოლიდარობა აჭარელ კოლეგას

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

2014/06/13 13:34:00

 „ჩვენ ვსვავთ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, შესაბამისად ზეწოლა და მუქარა ჟურნალისტებზე, ნიშნავს ზეწოლას საზოგადოებაზე“-აღნიშნეს ქუთაისელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც დღეს აჭარელი კოლეგის TV 25-ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს.

 აქციის მონაწილეების განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში კვლავ ხდება ჟურნალისტებზე ზეწოლა  და ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.

ჟურნალისტები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ აჭარაში მომხდარი ფაქტი.

შეგახსენებთ, რომ TV- 25-ის ჟურნალისტზე ჯაბა ანანიძეზე ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის, გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მედეა ვასაძის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. http://psnews.ge/index.php?m=68&news_id=56408

7. ახალციხესა და ოზურგეთში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები შესწავლას და რეაგირებას საჭიროებს

 16 December 2014

 „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ეხმაურება ბოლო პერიოდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან რეგიონული მედიის საქმიანობაში ჩარევისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტებს.

სამხრეთის კარიბჭე

მიმდინარე წლის დეკემბერში ახალციხეში მოქმედმა რეგიონულმა გაზეთმა და ვებპორტალმა „სამხრეთის კარიბჭე“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ბრალდებულის და: სამხარეოს უფროსმა წიხლები მირტყა, ტანსაცმელი შემომაგლიჯა და გაუპატიურებით დამემუქრა.“ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელი ეკატერინე ათოშვილი „სამხრეთის კარიბჭის“ რედაქტორს ნინო ნარიმანიშვილს დაუკავშირდა და სტატიის სათაურის შეცვლა სთხოვა. უარის მიღების შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა განმეორებით სცადა ჟურნალისტის გადარწმუნება. იმავე საღამოს ჟურნალისტთან მისი ახლობელი პოლიციის თანამშრომელი მივიდა და სტატიის სათაურის შეცვლა „შინაურულად“ სთხოვა. რედაქციამ სტატიის სათაური არ შეცვალა, რის შემდეგაც პორტალის ოფისთან ადგილობრივმა მცხოვრებლებმა „სამხრეთის კარიბჭის“ წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს და ამტკიცებდნენ, რომ პოლიციის მხრიდან მუქარის ფაქტს ადგილი არ ჰქონდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ სტატია რეგიონის ერთ-ერთ სოფელში ჩადენილი გახმაურებული მკვლელობის გამოძიებას შეეხებოდა. ეჭვმიტანილის დის განცხადებით, მას და მის არასრულწოვან შვილს დაკითხვისას პოლიციის შენობაში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ, რაშიც, სხვა თანამშრომლებთან ერთად სამმართველოს უფროსი თეიმურაზ კალანდაძე მონაწილეობდა.

„სამხრეთის კარიბჭის“ თანამშრომლების განცხადებით, მას შემდეგ რაც პოლიციას სათაურის შეცვლაზე უარი განუცხადეს, სამართალდამცავებმა სოფლის მცხოვრებლების აქციის ორგანიზება მოახდინეს. პოლიცია ასევე დაზარალებულის დის ჩვენების შეცვლას შეეცადა. „სამხრეთის კარიბჭის“ ჟურნალისტების მიერ ეთიკის ქარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ყოფილი პატიმარი ზურა ხუციშვილი მივიდა, რომელმაც ჟურნალისტები რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაციაში დაადაშაულა.

გურია ნიუსი

რამდენიმე დღის წინ ოზურგეთის ახლადარჩეულმა მერმა ბეგლარ სიორიძემ „გურია ნიუსის“ კორესპონდენტს შეურაცხყოფა მიაყენა, მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა დაურეკა და ჰკითხა, თუ რა კრიტერიუმით შეარჩია მერმა პირები, რომელთაც საპატიო ოზურგეთელის წოდება მიენიჭათ.

მანამდე კი, მიმდინარე წლის თებერვალში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტ ჟანა მეგრელიშვილსშეუარაცხყოფა მიაყენა, როდესაც ჟურნალისტი მისგან კომენტარის აღებას ცდილობდა. ყოფილმა გამგებელმა შემდეგ ბოდიში მოიხადა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კონსტანტინე შარაშენიძე ჟურნალისტებთან ურთიერთობაში აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.

ოზურგეთის მერის მრჩეველი, საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, სოფო ჭანტურია, ადგილობრივი მედიის, მათ შორის „გურია ნიუსისა“ და „გურიის მოამბის“ წარმომადგენლებს, სოციალურ ქსელში სისტემატურად ბრალდებებს უყენებდა და ზოგს საქმიანობის აკრძალვითა და ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. „გურია ნიუსის“ განცხადებით, სოფო ჭანტურიას განცხადებების გამო ჟანა მეგრელიშვილმა პროკურატურას მიმართა, თუმცა მათი მხრიდან პასუხი ჯერ არ მიუღია.

პროკურატურას „გურია ნიუსის“ კიდევ ერთმა ჟურნალისტმა მიმართა, მას შემდეგ რაც კორესპონდენტის განცხადებით, სოციალური მედიის „მართალი გურულის“გვერდზე პირადი მიმოწერის ამსახველი ე.წ. სკრინშოტები გავრცელდა, რომლებიც გაყალბებული ექაუნთიდან იყო გაკეთებული. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება ნატო გოგელიას განცხადების საფუძველზეა დაწყებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

§  უზრუნველყოს „სამხრეთის კარიბჭის“ საქმიანობაში პოლიციის ჩარევის ფაქტების გამოძიება როგორც ჟურნალისტებზე ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის შესაძლო ფაქტებზე, ასევე სამართალდამცავი პირების მიერ მედიის საქმიანობაში ჩარევის შემთხვევებზე;

  • დადგეს იმ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებზე ახორციელებდა ზეწოლას.  16 December 2014

Transparency.ge/en/node/4876

8. ჟიჟილაშვილი შეეწირა ლეპსის

ავტორი: ნანა ჯანაშია

დღეს, 2014 წლის 22 დეკემბერია და ამ წუთებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნინო ჟიჟილაშვილი „მაესტროს“ მფლობელმა კოტე გოგელიამ სამსახურიდან სატელელეფონო ზარით  გაათავისუფლა..

ზუსტად 15 დღის წინ, ანუ 7 დეკემბერს  კი  გრეგორი ლეპსის კონცერტზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ნინო ჟიჟილაშვილის პრინციპულობა ყველას კარგად გვახსოვს (ნახეთ ვიდეო.) ჟიჟილაშვილმა, ლეპსის კონცერტზე შეურაცხყოფილი „მაესტროს“ ჟურნალისტის და ოპერატორის უფლებები ბოლომდე დაიცვა. სწორედ ჟიჟილაშვილის  უკომპრომისობის და კოლეგიალური თანადგომის შედეგად აღიძრა  სისხლის სამართლის საქმე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. გამოძიება 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.. დაკითხეს „მაესტროს“ კორესპონდენტი, ოპერატორი და დაცვის თანამშრომელი. ჟურნალისტის, ნინო მეტრეველის ინფორმაციით, ის, ორგანიზატორმა უკანონოდ დააკავა, საათნახევრის განმავლობში ოთახში ყავდათ ჩაკეტილი, არ აძლევდნენ ტელეფონით სარგებლობის უფლებას, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ ის არის უნიჭო და ა.შ.  ყოველივე ეს მოხდა იმის გამო,  რომ  ჟურნალისტმა მომღერალ ლეპსის კითხვა პუტინზე  დაუსვა. ეტყობა, ორგანიზატორმა არ იცოდა, რომ  ჟურნალისტი არ არის შეზღუდული შეკითხვების დასმაში და არავის  გადასაწყვეტი  არ არის ის, თუ ვის, რას და როდის ჰკითხავს.

P.S. ცოტა რამ  კოტე გოგელიაზეც: ბიზნესმენია,  მილიონები რუსეთში იშოვა. ამჟამად ცხოვრობს შვეიცარიაში. ჰყავს შვილი და ულამაზესი მეუღლე მაკა ასათიანი. აქვს 50 მილიონი...

ფოტოზე: ნინო ჟიჟილაშვილი და თურქი კინოვარსკვლავი მურად ილდირიმი. (ლეპსი - ჟიჟილაშვილის ფოტო ჯერ ვერ მოვიპოვეთ... თუმცა, ამაზე ჩვენ არ ვწუხვართ... ილდირიმი ლეპსიზე უფრო რეიტინგულია და საიტს მისი ფოტო უფრო სჭირდება...) http://palimfsesti.ge/index.php?do=full&id=6454

დაბოლოს

2014 წლის გაზაფხულზე 2-ჯერ დააყაჩაღეს palimfsesti.ge -ის ჟურნალისტის დედა მარიამ კვაშილავა. ეს მოხდა  მარტვილის რაიონში. საქმე გამოძიებული არ არის.  პირველი დაყაჩარებისას (მარტის თვეში) ფიზიკურად შეეხნენ 81 წლის ქალბატონს, (სახეზე დიდხანს ემჩნეოდა მათი ხელების ნაკვალევი...) წაიღეს თანხა და საოჯახო რელიკვიები;  მეორდ კი  (მაისის თვეში) ძვირფასი ჭურჭელი, ჟურნალისტის საქორწინო კაბა, სხვა პირადი ნივთები და ოჯახისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია...

 

 

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge