მონარქიის აღდგენის მსურველთა გამოჩენა და მირონმდენი ხატების მატება - საზოგადოებრივი კრიზისის ნიშნებია

მონარქიის აღდგენის მსურველთა გამოჩენა და მირონმდენი ხატების მატება - საზოგადოებრივი კრიზისის ნიშნებია

26.02.2015

 რომან გოცირიძე

1.მთავრობა ლარის გასამყარებლად ბიჯეტში ეძებს შესაკვეც ხარჯებს და ხმას არ იღებს იმ 30 მილიონ დოლარზე, რომელიც ენერგეტიკის ფონდიდან უნდა დახარჯონ ექსპერიმენტულ ქარის ელექტროსადგურზე. 
სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს ფულის ფლანგვა. სჯობია გაუქმდეს კონტრაქტი და გადავიხადოთ ჯარიმა, ვიდრე ამოდენა მილიონები ქარს გავატანოთ. ისედაც უაზრობა იყო მისი აშენება და ლარის ამ კურსით ხომ საერთოდ. 
ლარის გაუფასურებით მძიმე პრობლემები დაუდგება ქვეყნის ენერგეტიკას და სჯობია მის მოგვარებაზე იფიქრონ.

2. როგორ მივხვდეთ, ქვეყანაში მიმდინარე სავალუტო კრიზისი გადაიზარდა თუ არა უფრო მეტში- საზოგადოებრივში?
ამის ირიბი ნიშნებია:
1. გამოჩნდებიან მონარქიის აღდგენის მსურველები;
2. გასაქანი მიეცემა მკითხავებს, ექსტრასენსებს, ასტროლოგებს ( გაიხსენეთ ოთხმოცდაათიანი წლების რუსული და ქართული სერიოზული ტელეარხები და მოსამართლისქუდებიანი, უნიფორმაში გამოწყობილი მენცარები);
3. იმატებს ხატებიდან მირონის დენა და "უკვდავების წყაროს" მომნახულებელთა რიცხვი;
ჯერჯერობით არ შეინიშნება მსგავსი რამ? მაშინ ვიყოთ მშვიდად. ამით ლარსაც წავეშველებით!



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge