შეხვედრა ამერიკელ სამხედრო ფოტოკორესპონდენტ ქალთან

შეხვედრა ამერიკელ სამხედრო ფოტოკორესპონდენტ ქალთან

12.03.2015

2015 წლის 10 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა ამერიკელ სამხედრო ფოტოგრაფ სტეისი პირსალთან. სტეისი პირსალი არის ცნობილი ამერიკელი სამხედრო ფოტოგრაფი. ის იყო საჰაერო ძალების ფოტოგრაფი, რომელმაც 500,000 - ზე მეტი ფოტო გადაიღო და 41 ქვეყანაში იმოგზაურა. ის ერთადერთი ფოტოგრაფი ქალია რომელიც ორჯერ გახდა წლის საუკეთესო სამხედრო ფოტოკორესპონდენტი. მან მიიღო ე.წ. „ბრინჯაოს ვარსკვლავის“ ჯილდო. ამჟამად, სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი ფოტოგრაფი კვლავ აგრძელებს მოღვაწეობას ფრილანს ფოტოგრაფად, არის ავტორი, პედაგოგი, სამხედრო კონსულტანტი, საჯარო მომხსენებელი და პროექტ "ვეტერანთა პორტრეტის” დამფუძნებელი. სტეისი პირსალი საქართველოში აშშ-ს საელჩოს მოწვევით იმყოფება.

ამერიკის შესწავლის ინსტიტუტი



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge