მალე დიდი ზეწოლა დაიწყება რკინიგზის გასახსნელად

მალე დიდი ზეწოლა დაიწყება რკინიგზის გასახსნელად

12.03.2015

რომან გოცირიძე

1.რუსეთი აძალებს საქართველოს, რომ აფხაზეთის საზღვართან შვეიცარიული ფირმა ჩააყენონ. ჩვენი მთავრობა ამას საკუთარ მოთხოვნად და გამარჯვებად გაასაღებს. 
რუსეთს ეს მექანიზმი რკინიგზის გასახსნელად სჭირდება, რათა აფხაზეთიც " დამოუკიდებელი" იყოს და საქართველოს სუვერენიტეტიც დაცულად ჩანდეს. 
რუსეთ-აფხაზეთის სამოკავშირეო ხელშეკრულებაშიც ჩაიდო საბაჟო პრობლემის გვერდის ავლის მექანიზმი. 
კარასინ-აბაშიძის ფორმატი უკვე საფრთხის შემცველი ხდება. ეს საკითხები პრაღაში ბოლო შეხვედრისას გადაწყდა. 
იურიდიული და ტექნიკური ბაზა უკვე მომზადებულია.
ჩვენ უკვე არაფერს გვაძლევს შვეიცარიელების საზღვარზე დგომა. 
მალე დიდი ზეწოლა დაიწყება რკინიგზის გასახსნელად. ხელისუფლება რაღაცას მალავს. მხოლოდ ორიოდე ადამიანია როგორც ჩანს საქმის კურსში. 
ყველაფერი მალე გამოჩნდება.

2.კიდევ ერთხელ შვეიცარიელების მიერ რუსეთთან საქართველოს საზღვრის იმ მონაკვეთის საბაჟო კონტროლის შესახებ, რომელიც ემიჯნება აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს: თავისთავად ეს ხელშეკრულება და მისი ამოქმედება არის კარგი. თუმცა, თუ ეს რუსეთის მიერ იქნება გამოყენებული როგორც რკინიგზის გახსნის მექანიზმი-მაშინ ცუდი. 
რკინიგზის გახსნის ეფექტი საქართველოსთვის არის მინუს ნიშნით. სომხეთისთვის მომგებიანი, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ( რა თქმა უნდა ფოთისა და ბათუმის ხარჯზე), რუსეთისთვის ეკონომიკურად არაფერი  (უზარმაზარი აღდგენითი ხარჯების გათვალისწინებით). სამხედრო- პოლიტიკური კუთხით ფასდაუდებელი. 
აზერბაიჯანისთვის ყოველმხრივ წამგებიანი. 
ვისთვის ან რისთვის ვაკეთებთ ამას. თავიდან თუ მიამიტური საარჩევნო დაპირება იყო ფასების კლებისა არ იყოს, ახლა როცა ყველანაირი ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ვერ ხვდებიან მოსალოდნელ სააფრთხეებს?
თუ ყურებით ყავთ გამოჭერილი რუსებს?



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge