ცნობა პუტინის გარდაცვალების შესახებ ოდნავ გაზვიადებულია...

ცნობა პუტინის გარდაცვალების შესახებ ოდნავ გაზვიადებულია...

13.03.2015

რომან გოცირიძე

რა მოუვიდა პუტინს არ ვიცი, მაგრამ იმდენი ტყუილ- მართალი ითქვა კრემლის შიგა პრობლემებზე, იმდენჯერ დამარხეს და აზეიმეს ხალხი, რომ ამაზე ცუდ პიარს ვერავინ მოიფიქრებდა. 
გამოჩნდება ახლა საღ-სალამათი, გაიქილიკებს აუცილებლად, რა თქმა უნდა, მარკ ტვენის სიტყვებსაც გაიხსენებს, რომ ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ ოდნავ გაზვიადებულია...
რაც არ უნდა თქვას, მაინც მადლობას იმსახურებს იმ სიამოვნებისათვის, რაც ამ ხანმოკლე გაუჩინარებით განაცდევინა მილიონებს. 
მე კი ერთი ჭკვიანი ადამიანის ვერსიას ვემხრობი: ბოტოქსიაო. სახედასიებული იქნება. ჩაუცხრება და გამოჩნდებაო



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge