სალვადორ დალი, ნიგერიელი მაიმუნები და ჩხუბი ბათუმში

სალვადორ დალი, ნიგერიელი მაიმუნები და ჩხუბი ბათუმში

15.03.2015

ნანა ჯანაშია

ბათუმის USAID-ის ოფისში, სადაც "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრია"განთავსებული მერიის მოქმედი თანამშრომლები შეიჭრნენ და იქ მყოფ, აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ  პეტრე ზამბახიძეს კვერცხები დაუშინეს და ოფისის ინვენტარი დაზიანეს.  ოფისის კედლებზე მიმტყდარმა კვერცხებმა და იატაკზე მიმოფანტულმა თეთრმა ნაჭუჭებმა სალვადორ დალის შემოქმედება და კვერცხთან მისი დამოკიდებულება გაგვახსენა. ვინატრეთ, ცოცხალიც ყოფილიყო  და  ბათუმელიც. არაჩვეულებრივ ტილოს შექმნიდა დიდოსტატი სახელწოდებით: „ველურების შემოსევა“.   სალვადორ დალიმ ერთხელ თქვა: „ნეტავ რა თავს იტეხენ ხელოვნებათმცოდნეები ჩემი ნამუშევრების ამოსაცნობად, ხშირად თავადაც არ ვუწყი, თუ რასა ვქმნი!“  ამ შემთხვევაში, ხელოვნებათმცოდნეები მარტივად ჩასწვდებოდნენ მხატვრის ნამუშევრს - ანუ, ოცნებისტების მიერ  ნასროლი კვერცხების სიღრმეს.

P.S. ფოტოზე: ნიგერიის მაიმუნების პარკი, სალვადორ დალის ნახატი და ბათუმის მერიის  თანამშრომლები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატზე თავდასხმისას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge