ორი შეცდომა, რომელიც მთავრობამ არ უნდა დაუშვას

ორი შეცდომა, რომელიც მთავრობამ არ უნდა დაუშვას

24.03.2015

ალექსანდრე კახა ლომაია

1. საპროტესტო ტალღის პირისპირ მთავრობამ შეიძლება ორი შეცდომა დაუშვას: მძიმე და ძალიან მძიმე. მძიმე შეცდომაა არ აღიარო იმ მედიუმის (ოპოზიციის) არსებობა, რომელმაც საზოგადოების უკმაყოფილებას ორგანიზებული ფორმა მისცა. ძალიან მძიმე: არ აღიარო თვით პრობლემა, რომელმაც ხალხი მოედანზე გამოიყვანა. ჩვენ რამდენჯერმე დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც აბუჩად ავიგდეთ ოპოზიცია, მაგრამ არასოდეს - ძალიან მძიმე, ვინაიდან ვაღიარებდით პრობლემების არსებობას. "ქართულმა ოცნებამ" ორივე შეცდომა ერთდროულად დაუშვა, პრობლემის არსებობაც უარყო და ოპოზიციასაც არ აღიარებს.

2.მიუტევებელი შეცდომაა პოლიტიკური ლიდერისთვის, საპროტესტო აქციაზე მისულ ადამიანებს "ფულით მიყვანილები უწოდო". ამით არა მხოლოდ იმათ აყენებ შეურაცხყოფას, ვინც მიტინგზე მივიდა, არამედ იმათაც, ვინც სახლში დარჩა, ვინაიდან ისიც იფიქრებს, იქ რომ მივსულიყავი, მეც "ფულით მიყვანილს" დამიძახებდნენო.

3. ციფრებზე იკამათებენ, მაგრამ კამათი ძალიან გაჭირდება იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ ასეთი მასობრივი საპროტესტო აქცია საქართველოს არ ახსოვს!

                                                                                   ...

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრებმა სამოქმედო გეგმები განსაზღვრეს და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილეს. ოპოზიციის სამოქმედო გეგმის ნაწილია ანტიკორუფციული კომიტეტების შექმნა და აქციები.

„მიმდინარეობს მასიური ფულის „ხერხვა“, ხალხის ფულის, ბიუჯეტიდან ფულის დატაცება. ეს არა მხოლოდ თბილისური ჯოკია ბოდოკიების ისტორიაა, არამედ მთელ საქართველოში მრავლად, ასობით, ჯოკია ბოდოკია მოქმედებს და ხალხის ფულს იპარავს. ჩამოყალიბდება პირველი სამი კომიტეტი და შერჩეულია უკვე რაიონები, სადაც ჩამოყალიბდება ეს კომიტეტბი, ეს არის გურჯაანი, სენაკი და თბილისში გლდანი, სადაც შეიქმნება სპეციალური ანტიკორუფციული კომიტეტები, რომელიც ამხელს ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს და სრულ ინფორმაციას წარმოადგენს მათი საქმიანობის შესახებ. საზოგადოებას დეტალურად მივაწვდით ინფორმაციას სად, როდის, რა ტიპის საპროტესტო აქციები გაიმართება... პარლამენტში ჩვენს კოლეგებთან ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საუბარი“ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გოკა გაბაშვილმა.

2015-03-23 pirveliradio



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge