პოროშენკომ რუსული ფილმები აკრძალა, ახალაიას კი პატიმრობა გაუუქმეს

პოროშენკომ რუსული ფილმები აკრძალა, ახალაიას კი პატიმრობა გაუუქმეს

03.04.2015

1.უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინაში რუსული ფილმები და სერიალები აკრძალა. 

"დაბრუნებულ იქნა პრეზიდენტის ხელმოწერით (02.04.2015)", - ნათქვამია ამ დოკუმენტის ცნობაში. 

უფრო ადრე უმაღლესმა რადამ კანონი მიიღო, რომლის თანახმად ქვეყანაში იკრძალებოდა ის რუსული ფილმები და სერიალები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ კიევის მიერ აღიარებული აგრსორი-ქვეყნის არმიასა და ქვეყნის ორგანოებს. .tzona

2. თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას, ე.წ. ჯაშუშების საქმეზე სასამართლომ პატიმრობა გააუქმა. ბაჩო ახალაიას ადვოკატი, მალხაზ ველიჯანაშვილი ინფირმაციას ადასტურებს და აცხადებს:
"ბაჩო ახალაიას ამ საქემზე პატიმრობის 9-თვიანი ვადა იწურებოდა 5 აპრილს, რის გამოც, დღეს, სასამართლომ ახალაიას პატიმრობა გააუქმა. როგორც ყველა საქმეში, აქაც უსაფუძვლოდ იყო პატიმრობა შეფარდებული და მიზნად ისახავდა მის 9 თვით ციხეში გამოკეტვას", -განაცხადა ველიჯანაშვილმა. 
მიუხედავად მოსამართლის ამ გადაწყვეტილებისა, ახალაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ვერ დატოვებს, რადგან მას პატიმრობა სხვა საქმეებზეც აქვს მისჯილი. Pirveliradio

3.ჟურნალფორბსისრუსული გამოცემის ინფორმაციით იუკოსის ყოფილი პრეზიდენტი (ხოდორკოვსკი) და მისი პარტნიორები თბილისში ახალ სავაჭრო ცენტრს Eastpoint Shopping- აშებებენ, რომლის საერთო ფართობი 65 ათასი კვ.მეტრი იქნება. მთლიანად ცენტრი კი თავისი ინფრასტრუქტურით 18 ჰექტარზეა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გზაზეა განთავსებული. ფორბსის მონაცემებით გასული წლის ბოლოსთვის მშენებლობის პირველი ფაზა დასრულებული უნდა ყოფილიყო. Colliers international, შეფასებით, ცენტრის ღირებულება 90 მილიონი დოლარია.pirveliradio



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge