შეხვედრა მსახიობ გიორგი ნაკაშიძესთან

შეხვედრა მსახიობ გიორგი ნაკაშიძესთან

03.04.2015

3 აპრილს, ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტში გაიმართა შეხვედრა ცნობილ ქართველ მსახიობ გიორგი ნაკაშიძესთან. სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები ოსკარების დაჯიდლოვების ცერემონიალიდან,ისაუბრა ამერიკულ და ქართულ კინემატოგრაფზე და თავის სამსახიობო გამოცდილებაზე.შეხვედრას უძღვებოდა ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, ბ-ნ ვასილ კაჭარავა. შეხვედრას ესწრებოდნენ პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.დამსწრეებს საშუალება მიეცათ,მიეღოთ მსახიობისგან პასუხები სასურველ კითხვებზე. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

თინათინ კანდელაკის ფოტო



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge