ბზობას გილოცავთ!

ბზობას გილოცავთ!

05.04.2015

ბზობა, იგივე ბაიაობა ათორმეტ ქრისტიანულ დღესასწაულს განეკუთვნება და მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის აღსანიშნავად აღინიშნება, როდესაც იესო ქრისტეს იერუსალიმში ხალხი პალმების რტოებით, ფეხქვეშ გაგებული სამოსითა და მადიდებელი შეძახილებით – ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა – შეეგება. იმ კუთხეებში თუ ქრისტიანულ ქვეყნებში, სადაც პალმა არ ხარობს, ადგილობრივ დადგენილი ტრადიციის მიხედვით სადღესასწაულოდ ის მცენარე იხმარება, რომელიც გაზაფხულზე ამ დროს იქ ხარობს.

ბზობა-ბაიობა, როგორც ეს საეკლესიო კალენდრის მიხედვითაა დადგენილი, აღდგომის წინა კვირას მთელ საქართველოში აღინიშნება.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge