მაიკლ გეორგ ლინკზე საოკუპაციო ხაზის მონახულებამ ნეგატიური შთაბეჭდილება მოახდინა

მაიკლ გეორგ ლინკზე საოკუპაციო ხაზის მონახულებამ ნეგატიური შთაბეჭდილება მოახდინა

07.04.2015

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებათა ოფისის  დირექტორი მაიკლ გეორგ ლინკი (Michael Georg Link, Director of the OSCE Office for Democratic Institutions and Human Rights (For OSCE) საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელ ხურვალეთში ჩავიდა.  მაიკლ გეორგ ლინკმა სოფელში არსებული მძიმე სოციალური და ჰუმანიტარული მდგომარეობა   ადგილზე შეაფასა და მავთულხლართების მეორე მხარეს დარჩენილ  დათა ვანიშვილს გაესაუბრა.

მაიკლ გეორგ ლინკი: საოკუპაციო ხაზის მონახულებამ  ძალიან ძლიერი და ნეგატიური შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე.  ის ფაქტი, რომ მავთულხლართები ე.წ. საოკუპაციო ხაზის პერიმეტრის წინ არის აღმართული, სრულიად შემაშფოთებელია.  ჩვენი როლია შევახსენოთ შესაბამის მხარეებს თავისუფალი გადაადგილების მნიშვნელობაზე, როგორც ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებაზე. აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია, ამიტომ აღნიშნული რეგიონების თაობაზე  კომუნიკაცია სწორედ  საქართველოსთან გვაქვს და არა სეპარატისტებთან,  რადგაც მათ არალეგიტიმურად მივიჩნევთ. იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე აქტიურად ჩაერთვება დისკუსიაში, რაც ხელს შეუწყობს არსებული პრობლების მოგვარებას. 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge