მოვალეობის შესრულება დასჯადია?!

მოვალეობის შესრულება დასჯადია?!

08.04.2015

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა  17 მარტს დაბა ასპინძაში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა სამხარეო სამმართველოს გახსნაზე შეკრებილ პოლიციელებს და სპეცრაზმელებს განუცხადა: "უსამართლობაა, დასაჯო სპეცრაზმელი იმისთვის, რომ მან რაღაც დავალება შეასრულა; თუ თქვენი ხელმძღვანელი გაძლევთ უკანონო დავალებას, სწორედ ის უნდა იყოს პასუხისმგებელი".

თუ ეს ასეა, მაშინ რატომ იმყოფებიან წინასწარ პატიმრობაში ვაზაგაშვილის და ხუბულოვის   განზრახ მკვლელობის ბრალდებით  2 თებერვალს  დაკავებული ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე ?! (paimfsesti.ge)

"ჩვენი მოწოდებაა ხელისუფლების მიმართ, რომ გაანთავისუფლონ სპეცრაზმელები, რომლებიც დაკავებულები არიან სრულიად უსამართლოდ და წინასწარ პატიმრობაში არიან დღეს და შეწყდეს ყოველგვარი ბრძოლა, სამართლებრივი დევნა მათ წინააღმდეგ, იმიტომ რომ, ეს ადამიანები ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, ისინი ებრძოდნენ კრიმინალს ისევე, როგორც ებრძოდა ბექა მარგიშვილი. და სწორედ ამიტომ, ამ ადამიანების, სპეცრაზმელების მიმართ სამართლებრივი დევნა არის ის, რაც ყველაზე მეტად აზიანებს დღეს პოლიციას. თუ ხელისუფლებას უნდა, გვერდში დაუდგეს პოლიციას და კრიმინალთან მებრძოლ თითოეულ თავის მოსამსახურეს, ასეთ შემთხვევაში პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას სწორედ ეს - შეწყდეს ყოველგვარი დევნა სპეცრაზმელების წინააღმდეგ“, - განაცხადა  პავლე კუბლაშვილმა, 7 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge