ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის სახელის ამოღებაზე და აზრი ყირიმზე

ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის სახელის ამოღებაზე და აზრი ყირიმზე

15.04.2015

1.ალექსანდრე კახა ლომაია: "ინტერპოლის" დღევანდელი გადაწყვეტილება ძებნილთა სიიდან ზურაბ ადეიშვილის სახელის ამოღების შესახებ, სამართლებრივ მხარესთან ერთად, აქ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ასპექტია. ერთი მხრივ, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს პროკურატურის არაკომპეტენტურობას. მეორე მხრივ, ის აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ 2012 წლიდან საქართველოში "სამართლიანობის აღდგენის" ლოზუნგის ქვეშ, წამყვანი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის დევნა მიმდინარეობს. საფრანგეთისა და საბერძნეთის სასამართლოების შემდეგ ეს დღეს გაეროს სისტემის ორგანიზაციამ, "ინტერპოლმა" დაადასტურა. შემდეგი გაჩერება სტრასბურგის სასამართლო იქნება, რომელიც ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას საქმეებს განიხილავს.

2.ზურაბ ჭიაბერაშვილი:  ადეიშვილზე  წულუკიანის მოადგილის კომენტარი იყო: „მთელმა საქართველომ იცის, ეგ ვინ არისო!“
მოკლედ, მტკიცებულებები, ბრალდების ტვირთი, ინტერპოლი, კანონის უზენაესობა, უდანაშაულობის პრეზუმფცია, სამართლიანი სასამართლოს უფლება და ა.შ. რა საჭიროა, როცა "ასავალ-დასავალისგან" ყველამ ყველაფერი იცისო...

3."კომსომოლსკაია პრავდას"ჟურნალისტის შეკითხვას: "თქვენ რომ საქართველოს პრეზიდენტად აგირჩიონ, აღიარებთ თუ არა ყირიმს რუსეთის ტერიტორიად?" ნინო ბურჯანაძემ  უპასუხა: "მოსწონს თუ არა ეს ვინმეს, ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა და ეს შეუქცევადი პროცესია!"

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge