ალასანია ფარულ ფლირტზე

ალასანია ფარულ ფლირტზე

16.04.2015

„არანაირი ფარული ფლირტი ჩვენსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის არ არსებობს. უბრალოდ, ნაციონალურ მოძრაობაშიც, იმ დროის ხელისუფლებაშიც, უამრავი ადამიანია, ვისაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. სერიოზულ საქმეს აკეთებენ, კარგი საჯარო მოხელეები არიან. გუშინწინ შევხვდი კონფერენციაზე ერთ-ერთ ნაციონალურ ლიდერს და ვუთხარი: "თქვენ უკვე იმითაც კი ღირებული ხართ, რამდენი შეცდომა დაუშვით, წახვედით ოპოზიციაში, ახლა შანსი გაქვთ, გააანალიზოთ ეს შეცდომები", იმიტომ, რომ ქვეყნისთვის ეს ხალხი ღირებული იქნება და ფუფუნება არა გვაქვს, რომ ერთმანეთი მივფანტოთ. გულწრფელად გეტყვით, არც ერთი პარტია არ არსებობს საქართველოში და უახლოეს პერიოდში არ იარსებებს, რომელიც იქნება თვითკმარი, გამოიყვანოს ქვეყანა ამ სირთულეებიდან. ამიტომ, ჩვენ, ყველა ვარიანტში, მოგვიწევს, ქართულ ოცნებაშიც ვინც არის პროფესიონალი, დღეს მთავრობაში ვინც საქმეს აკეთებს, ყველამ ერთმანეთი უნდა დავიყენოთ გვერდში. ამიტომ, ამ გადმოსახედიდან, მე მართლაც მაქვს არაპარტიულ-პარტიკულარული დამოკიდებულება. რეალობა ასეთია, ჩვენ ერთად მოგვიწევს ამ კრიზისის სიღრმიდან ქვეყნის გამოყვანა.”- განაცხადა  ირაკლი ალასანიამ „ნანუკას შოუში“ სტუმრობისას.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge