ლამაზი მადლობა

ლამაზი მადლობა

21.04.2015

ნათია ფანჯიკიძე

ნანუკა ჟორჟოლიანს მადლობა ხომ უნდა გადავუხადო კონკრეტულად ამ დღევანდელი გადაცემისთვის, როგორი პროფესიონალიზმითაც იყო მომზადებული და რამდენად ბევრი რამის დატევა შეძლო, ყველაფერზე ლაპარაკის საშუალება მისცა რესპონდენტს, ირაკლის გაცნობა შეიძლებოდა ამ გადაცემიდან... მაგრამ მადლობასთან ერთად ძალიან მთავარი რაღაც მინდა ვთქვა, რისთვისაც ადამიანებს ვცემ პატივს, - თავისუფალი პიროვნული ნების და აზრის ქონის უნარი და მერე ამ აზრის გამჟღავნების ძალა. შეიძლება ნანუკა ვიღაცეებისგან დღესაც "გაილახოს" ამ გადაცემისთვის, ოცნების მხრიდან ხომ თავისთავად და თუნდაც თავისივე ნაცნობების ნაწილისგანაც, მაგრამ რა შედარებაა იმ სიტუაციასთან, როცა პირველად, 2010-ში დამპატიჟა თავის ეთერში. მაშინ თვითონ ვისაც ემხრობოდა, იმ ძალის ოპოზიციაში ვიყავით, მანამდე წელიწადნახევარი არავის თვალით არ ვყავდი ნანახი, პრესაში ისე წერდნენ ცუდობებს ჩემზე, იქმნებოდა პორტრეტი, რომ ვარ თან მახინჯი, თან დებილი, ორივე ერთად, - ერთერთი არ ყოფნიდათ. 
მოკლედ ცხოვრებაში პირველად მის შოუში აღმოვჩნდი ეთერში. მას არც წინასწარი კარგი განწყობა შეიძლებოდა ჰქონოდა და არც კეთილი "შეკვეთა", თუკი ვინმე შეუკვეთავდა. იქვე, სტუდიაში გამიცნო, იქვე, უცებ ჩათვალა, რომ სულაც არ ვარ ცუდი ადამიანი და გამიწია უკარგესი მასპინძლობა. კარგი, ადამიანური გადაცემა გააკეთა. პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ესოდენ გენიალური "განწყობის თეორია" ძლიერებს თავის ჭკუაზე ვერ დაატარებს. 
მაშინ როცა, ხანდახან ვინც წესით არ უნდა გთელავდეს ფეხით, ის გთელავს, განსაკუთრებით ვაფასებ ადამიანურ ნებას, კეთილგანწყობას, რომელიც არავის არ ევალება. 

http://rustavi2.com/ka/video/5305?v=2



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge