დავით ბაქრაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე

დავით ბაქრაძე ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივებზე და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე

21.04.2015

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში
სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის საჯარო ლექცია:
„ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის და მასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის კონტექსტში,სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი (CSS) იწყებს საჯარო ლექციათა ციკლს „საქართველოს ევროპული არჩევანი“.
ლექციათა ციკლის ფარგლებში ცენტრი რეგულარულად გამართავს შეხვედრებს მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან. საჯარო ლექციებზე მოწვეული იქნებიან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტები, ევროინტეგრაციის თემით დაინტერესებული პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
პირველი გახსნითი შეხვედრა შედგება ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან,ბატონ დავით ბაქრაძესთან, თემაზე- „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების პერსპექტივები და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“.
შეხვედრა გაიმართება 2015 წლის 24 აპრილს 12:00სთ-ზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, გუდიაშვილის ქ. 7, თბილისი.შეხვედრა წარიმართება ქართულ ენაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრს შემდეგ მისამართზე: a.gergedava@css.ge; d.lezhava@css.ge; +995 32 2290095

Center for Social Sciences

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge