ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო!

ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო!

29.04.2015

1.ვულოცავთ საქართველოს ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას! 

ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ჩინეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.
US Embassy Tbilisi, Georgia

                                                                   ...

2. ქართველ ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო! ჩინეთში დღეს დასრულებული პირველობის უკანასკნელ, მე-9 ტურში ჩვენმა გოგონებმა ზედიზედ მე-8 დაპირისპირება მოიგეს - მასპინძელთა ნაკრები 2,5:1,5 დაამარცხეს და პირველად მოიპოვეს ესოდენ პრესტიჟული ტიტული!

ჩინელებთან შეხვედრაში ბელა ხოტენაშვილმა, ნინო ბაციაშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები ყაიმით დაასრულეს, 19 წლის მერი არაბიძემ კი შენ იანგს სძლია და ჩვენს გუნდს მოაგებინა! ამ ოთხეულის გარდა ჩინეთში ლელა ჯავახიშვილმაც ითამაშა. აქვე შეგახსენებთ ჩვენი გუნდის კაპიტანს და მწვრთნელს, რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ტრიუმფში: დავით ჯოჯუა და ელიზბარ უბილავა.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საქართველოს ქალთა ნაკრების მეხუთე უმნიშვნელოვანესი გამარჯვებაა: 1992, 1994, 1996 და 2008 წლებში ჩვენმა გუნდმა ოლიმპიადა მოიგო!

ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი 2007 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ტარდება. საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგად აქამდე 2013 წელს, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დაკავებული მესამე ადგილი ითვლებოდა. საგულისხმოა, რომ საწყისი სამი ჩემპიონატი სწორედ ჩინელებმა მოიგეს, 2013 წელს გამართული მე-4 მსოფლიო პირველობა კი უკრაინელთა ტრიუმფით დასრულდა.



I ტური: საქართველო 2:2 რუსეთი
II ტური: საქართველო 4:0 ეგვიპტე
III ტური: საქართველო 2,5:1,5 პოლონეთი
IV ტური: საქართველო 3:1 ყაზახეთი
V ტური: საქართველო 2,5:1,5 უკრაინა
VI ტური: საქართველო 3:1 აშშ
VII ტური: საქართველო 2,5:1,5 ინდოეთი
VIII ტური: საქართველო 3:1 სომხეთი
IX ტური: საქართველო 2,5:1,5 ჩინეთი

საბოლოო მდგომარეობა

1.       საქართველო - 17 ქულა

2.       რუსეთი - 15

3.       ჩინეთი - 11

4.       ინდოეთი - 10

5.       უკრაინა - 10

6.       ყაზახეთი - 9

7.       სომხეთი - 7

8.       პოლონეთი - 6

9.       აშშ - 5

10.   ეგვიპტე - 0

 

http://msy.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=150&info_id=12933



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge