კენტერბერის მისტიკური კათედრალი ბედნიერბის მაძიებელთათვის

კენტერბერის მისტიკური კათედრალი ბედნიერბის მაძიებელთათვის

10.05.2015

მასალა მოამზადა ნანა ჯანაშიამ

იდუმალ და საოცარი სანახაობებით სავსე ინგლისს კენტის საგრაფოში ერთი ულამაზესი და მაგიური ტძარი გააჩნია. მას კენტერბერის კათედრალი ჰქვია,  ისტორიულ ქალაქ კენტერბერიში მდებარეობს   და თუ, მას ოდესმე ნახავთ, ამბობენ, რომ  ცხოვრება უკეთესობისკენ შეგეცვლებათ, სიცოცხლე კი გაგიხანგრძლივდებათ. ტაძრის ისტორია  ასეთია: იმ ადგილას, სადაც დღეს ეს გრანდიოზული ტაძარი დგას,   რომაელების  ინგლისში შეჭრამდე   წარმართების სამლოცველო მდგარა. რომაელებმა  ის დაანგრიეს და კელტური   ტაძარი ააშენეს.  მათი წასვლის შემდეგ. ტაძარი კვლავ წარმართულად გადაიქცა. რომელიც, მხოლოდ 597 წელს, ავგუსტინ კენტერბერიელის მცდელობით მოექცა ქრისტიანულად. ( ავგუსტინ კენტერბერიელი რომში, წმინდა ანდრიას ბენედიქტური სააბატოს აბატი იყო. 597 წელს ის პაპმა გრიგოლ I-მა ანგლო-საქსონიაში მისიონერად გაგზავნა.)  602 წელს მან კათედრალი დააფუძნა წმინდა მხსნელის (მაცხოვრის) სახელზე. XI საუკუნეში  კათედრალი დაიწვა, შემდეგ კი  ათეული წლების განმავლობაში შენდებოდა და ის სახე მიიღო,  რომელიც დღეს აქვს.  დიდი ხნის განმავლობაში კენტერბერის კათედრალი  მომლოცველი ქრისტიანების საყვარელი ადგილი იყო. ისინი აქ, XII საუკუნეში ჰენრი II-ის ბრძანებით  მოკლული ეპისკოპოსის  ტომას ბეკეტის წმინდა ნაწილების მოსალოცად ამოდიოდნენ. კენტერბერის კათედრალი დღემდე  მისტიკურ ტაძრად არის მიჩნეული და თვლიან, რომ მას სამკურნალო ძალა გააჩნია. ვინც  კი კენტერბერის ტაძარში ფეხი შედგა - ყველა ბედს ეწია ან განიკურნა.

პ.ს.კენტერბერის კათედრალი (Canterbury Cathedral) არის მთელი მსოფლიოს ანგლიკანური საზოგადოების სიმბოლო. 1988 წლიდან კი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის   სიაში.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge