სააკაშვილი ოდეს-ევსია, საქართველო ითაკაა,რომელსაც ოდეს-ევსი ხიფათების მერე უნდა დაუბრუნდეს

სააკაშვილი ოდეს-ევსია, საქართველო ითაკაა,რომელსაც ოდეს-ევსი ხიფათების მერე უნდა დაუბრუნდეს

02.06.2015

პაატა შამუგია

სააკაშვილი ოდესის გუბერნატორია, ანუ ოდეს-ევსია.საქართველო ითაკაა, რომელსაც ოდეს-ევსი ხიფათების მერე უნდა დაუბრუნდეს, მაგრამ შეყოვნდება, რადგან ოდესელი სირინოზები სიმღერით მოაჯადოებენ. ირაკლი შიხიაშვილი, სინამდვილეში, არის ცხენი, ტროის ცხენი, რომელიც ცბიერმა ოდესელმა ოდესევსმა ოცნებაში შეაგორა. მის შიგნით იმალება შეიარაღებული კობა ხაბაზი და ახალნაშიმშილევი ირაკლი წერეთელი. ივანიშვილი არის ჰექტორი, რომელიც, მითის თანახმად, აქილევსმა უნდა მოკლას. აქილევსი ვინ იქნება, არ ვიცი. სამაგიეროდ, ცნობილია აქილევსის ქუსლი - ეს არის დავით ნარმანია. მადლიერმა თანაქალაქელებმა მისი ანაბეჭდი "იამკების" სახით თბილისის ყველა ქუჩაში ამოტვიფრეს: პოლიტიკის მითოლოგია, მახათის მაგივრად.



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge