ფული არ არის ხელის ჭუჭყი

ფული არ არის ხელის ჭუჭყი

02.06.2015

რომან გოცირიძის აზრების დაიჯესტი

„ფული არ არის ხელის ჭუჭყი. ფული ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენაა. იგი აწესრიგებს ადამიანურ საქმიანობას ამ სამყაროში და არის პროგრესის ძირითადი წყარო.“

„კარასინ-აბაშიძის შეხვედრაში საქართველოს რკინიგზის წარმომადგენლის მონაწილება ემსახურება მხოლოდ აფხაზეთის მონაკვეთის გახსნას და ნებისმიერი სხვა განმარტება არის თვალის ახვევა. სოხუმი-ერევნის რკინიგზის გახსნა, რომელსაც არავითარი ეკონომიკური ეფექტი გააჩნია, არის ქვეყნის ინტერესების ღალატი.“

„"იმედი" გაიყიდა თუ იყიდება?
სხვათა შორის, ერთი მეტად საინტერესო მიგნება ეკუთვნის იმედის საინფორმაციოს: მთავრობის მომხრე ექსპერტთა ერთ ჯგუფს ოპონირებას უწევს მთავრობის მიერ ექსპერტად დანიშნული მეორე ჯგუფი. ვურჩევ, დროზე დააპატენტონ, თორემ 2030 მიიტაცებს.“

„ვიღაცებს უნდა ბიზნესზე კონტროლის დამყარება და ამღვრევენ წყალს წვრილფეხა " ექსპერტების" დახმარებით. 
ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი, თუ არ მოეგნენ გონს.“

„როგორ ფიქრობთ, ეროვნული ბანკის დანგრევის კანონს რამდენი ეკონომისტი გააპროტესტებს?
ჩემი აზრით, ყველა!
გჯერათ?“

"ლარის გაუფასურების შეთქმულთა წრე ფართოვდება. ეროვნული ბანკის, ექსპერტებისა და ჟურნალისტების შემდეგ, კომერციული ბანკებიც ამხილეს. 
ნუ გაგიკვირდებათ, თუ ამაში მფრინავი თეფშებიც მონაწილეობენ. ერთი დეპუტატი ყოფილა უმრავლესობაში, რომელსაც ისინი თერთმეტჯერ უნახავს საქართველოში. 
ოღონდ აქ ამაზე არ არის საუბარი. თუ გაინტერესებთ, ადვილი მოსაძებნია ინტერნეტში.“

„ლარი-ოცნების მესაფლავე!

მმართველი კოალიცია მგონი დღემდე ვერ ხვდება რა ხდება მის თავს და რა დღეში ჩავარდა ქვეყანა. 
რეიტინგის უპრეცედენტო, 24 პროცენტამდე დაცემა( რომელიც ჯერ კიდევ არ ნიშნავს ფსკერს) ეკონომიკურმა არაკომპეტენტურობამ გამოიწვია. მოქმედებდნენ პრინციპით: უნახავმა რა ნახაო! 
პირველივე წელს ძველი ნაშთებიდან ბიუჯეტის გაბერვა, მეორე-მესამე წელს იგივე, უკვე ვალების ხარჯზე, ფულის ხელგაშლილი ფლანგვა და ლარის დევალვაციის თვითდინებაზე მიშვება, არცერთი მაკროეკონომისტი მთავრობაში. 
არავის გასჩენია სურვილი, რომ თუნდაც ერთი-ორი უცხოელი სპეციალისტი მაინც მოეწვიათ მრჩევლად და სტუდენტური 2030 ტელევიზიის ირგვლივ თავმოყრილი " ექსპერტების" იმედად არ დარჩენილიყვნენ. 
ყიველივე ეს სახიფათო სახეს იღებს. არც პერსპექტივა ჩანს ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლის. 
ბოლო შანსი არის მთავრობის მიმართვა სავალუტო ფონდისადმი პროგრამის დაწყების თხოვნით. მაგრამ ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ ვითარებაში, როცა გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი მოშლილია?“

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge