ვიდეო გალერეა »




















რატომ ადევს თემურ ჯანაშიას ქონებას ყადაღა?!

თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა განიხილა. ჯანაშიასთვის ბრალდება გირაოს სახით 100 000 ლარის შეფარდებას მოითხოვდა. დღევანდელ პროცესზე გადაწყდა როდის დაიწყება საქმის არსებითად განხილვა. ჯანაშიას განცხადებით, მას გირაოს გადახდა გაუჭირდება, რადგან მისი და მისი ოჯახის წევრების ქონებას ყადაღა ადევს. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, პროკურატურა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთად, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გაფლანგვას ედავება. მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გადაწყვეტილება მიიღო, გირაოს სახით ჯანაშიას 20 ათასლი ლარი შეეფარდა. დაცვის მხარე გადაწყვეტილებას სავარაუდოდ სააპელაციოში გაასაჩივრებს.





























ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge