14 წლის წარმატებული ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი

14 წლის წარმატებული ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი

11.06.2015

მასალა მოგვაწოდა მომღერალმა ეკატერინე (კატო ) ვერხვიაშვილმა

სანდრო ნებიერიძე დაიბადა 2001 წლის 7 იანვარს თბილისში. მუსიკის შესწავლა დაიწყო 5 წლიდან. სწავლობს კონსერვატორიასთან არსებულ მუსიკალურ სემინარიაში, პროფ. ლალი სანიკიძის კლასში. მონაწილეობა მიღებული აქვს არაერთ საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსში. 2009 წ. - თბილისში ავსტრიელების მიერ ჩატარებული კონკურსზე - «Musica.Sepashvili Klavierwettbewerb» - I ადგილი და სპეციალური პრიზი. 2011 წ. - რესპუბლიკურ კონკურსგარეშე მოსმენაზე არჩეული იყო კონსერვატორიის დიდ დარბაზში. 2012 წ. – „დვარიონასის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის“ («Balys Dvarionas International Piano Competition») ლაურეატი, ვილნიუსი, ლიტვა. 2013 წ. – „სბერბანკ-დებიუტი“ («СБЕРБАНК-ДЕБЮТ») საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსის ლაურეატი, კიევი, უკრაინა. (სამხატვრო ხელმძღვანელი დენის მაცუევი).

2015 წ. – “Astana Piano Passion” საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი - I ადგილი, ლაურეატი; ასტანა, ყაზახეთი (სამხატვრო ხელმძღვანელი დენის მაცუევი).

კონკურსების გარდა სანდრო სისტემატურად მონაწილეობას იღებს კონცერტებში და ფესტივალებში, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. 2013 წ. ნოემბერი - «Kurt Schmit and Young Talents» კონცერტი ავსტრიელ მაესტროსთან - კურტ შმიტთან ერთად, შეასრულა შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტი N2. ლუგანსკი, უკრაინა. 2014 წ. მარტი - საქველმოქმედო კონცერტი ჰამბურგში, გერმანია. 2014 წ. აგვისტო - ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელია ლიანა ისაკაძე, ბათუმი, საქართველო. 2014 წ. სექტემბერი - «Mozart@augsburg» ფესტივალი, აუგსბურგი გერმანია. ფორტეპიანოს გარდა სანდრო 9 წლიდან სწავლობს კომპოზიციას, კომპოზიტორ მაკა ვირსალაძესთან. დაწერილი აქვს ბევრი საფორტეპიანო ნაწარმოები, დუეტი ორი როიალისთვის, ანსამბლი „მზის სისტემა“ ოთხი ინსტრუმენტისთვის (ფორტეპიანო, ვიოლინო, ჩემო და ფლეიტა).

2014 წელს მონაწილეობა მიიღო ეროვნული ოპერის კონკურსში, ჯემალ ქარჩხაძის ნაწარმოების მიხედვით დაწერა ოპერა „ერთხელ“ და აიღო მეორე ადგილი. 2015 წელს მონაწილეობა მიიღო ფესტივალში „ფანარტი“, გაიმარჯვა, გახდა TBC ბანკის რჩეული, მიიღოს TBC ბანკის მიერ დაწესებული ფულადი პრემია, ასევე ბანკმა გამოუყო დარბაზი, სადაც სანდრო 2015 წლის ბოლომდე სოლო კონცერტს ჩაატარებს.

მიიღო დაკვეთა ნიკოლოზ რაჭველისგან დაწეროს ნაწარმოები ორკესტრისთვის, რომელსაც შემდგომ ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული ორკესტრი შეასრულებს. ამჟამად სანდრო მუშაობს თავის პირველ საფორტეპიანო კონცერტზე. მუსიკის გარდა სანდრო წერს ლექსებს და მოთხრობებს.

Palimfsesti.ge წარმატებებს უსურვებს სანდრო ნებიერიძეს  და გთავაზობთ დუეტს კატო ვერხვიაშვილთან და ნუცა ზაქაიძესთან ერთად:



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge