ამერიკის დღეების დღიურებიდან

ამერიკის დღეების დღიურებიდან

12.06.2015

6 ივნისს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ თბილისში რიყის პარკში ორგანიზებულ ამერიკის დღეების ფარგლებში საგანმანათლებლო გამოფენაზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის მაგისტრანტმა მარიამ ხატიაშვილმა და ბაკალავრმა ნელი შვანგირაძემ წარადგინეს ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები.

მათ საგამოფენო კარავში მისულ დამთვალიერებელს მიაწოდეს ინფორმაცია თსუ ამერიკისმცოდნეობის სამივე საგანმანათლებლო საფეხურის პროგრამების, საგნებისა და თსუ ამერიკისმცოდნეობის სტუდენტური აკადემიურ-კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ.

დაინტერესებულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს ამერიკის ისტორიის, პოლიტიკური სისტემის, კულტურის, ლიტერატურის შესახებ თემატურ ვიქტორინებში. დამთვალიერებლებს გადაეცათ ჟურნალი თსუ მეცნიერება, ხოლო გამარჯვებულებს კი სამახსოვროდ თსუ-ს მიერ დაწესებული პრიზები, მათ შორის თსუ-ს ლოგოს გამოსახულებიანი თერმო ჭიქა, ბრელოკი და ზურგჩანთა.

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტი

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge