აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტშია

აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტშია

28.06.2015

აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „ლაბუნი“ ბათუმის პორტში შემოვა / USS Laboon to Make a Port Visit in Batumi

27-29 ივნისს ბათუმში ამერიკული ნაღმოსანი „ლაბუნი“ (DDG-58) შემოვა. „ლაბუნი“ არლეი-ბერკის კლასის მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანია, რომელიც შეერთებული შტატების საზღვაო ძალების მე-6 ფლოტს ეკუთვნის. ამერიკული ნაღმოსნის ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების სურვილს, განამტკიცოს ურთიერთობა ნატოელ მოკავშირეებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებთან შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებული საერთო ამოცანების გადასაწყვეტად.

საქართველოში ყოფნისას, ნაღმოსანი „ლაბუნი“ საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურთან რუტინულ ერთობლივ მეცადინეობას ჩაატარებს დაუმასპინძლებს სტუმრებს. „ლაბუნის“ სტუმრობა აშშ-ის საზღვაო ძალების სხვა წარმომადგენელთა ადრინდელი ვიზიტების გაგრძელებაა და მოკავშირე და პარტნიორ სახელმწიფოებთან შეერთებული შტატების პროფესიული და პერსონალური ურთიერთობების გამტკიცებას ემსახურება.

„ლაბუნი“ ვირჯინიის შტატის ქალაქ ნორფოლკშია ბაზირებული. ის აშშ-ის მე-6 ფლოტის სამოქმედო არეალში რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების გამტკიცების საქმეში მრავალფუნქციურ როლს თამაშობს. ნაღმოსანი ორმხრივი და მრავალმხრივი საწვრთნელი მისიების მონაწილეა და შავი ზღვის რეგიონში ნატოს ოპერაციებშია ჩართული.

აშშ-ის საზღვაო ძალების გემები მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად შავ ზღვაში რეგულარულად მოქმედებენ.

The USS Laboon (DDG-58), an Arleigh Burke-class guided-missile destroyer from the United States' Navy 6th Fleet, will make a port visit in Batumi, Georgia, on June 27-29, 2015. The Laboon's visit reaffirms the United States’ commitment to strengthening ties with NATO allies and partners like Georgia, while working toward mutual goals of promoting security and stability in the Black Sea region.

While in Georgia, the Laboon will conduct routine combined training with the Georgian Coast Guard and provide ship and press tours. The Laboon's port visit will further build on previous U.S. Navy visits to Georgia that enhance the professional partnerships and personal relationships between the United States and its allied and partner nations.

Laboon, home-ported in Norfolk Virginia, is deployed in a multi-mission role in the U.S. 6th Fleet area of operations to contribute to regional maritime security, conduct bilateral and multilateral training missions, and to support NATO operations and deployments throughout the Black Sea region.

The U.S. Navy routinely operates ships in the Black Sea consistent with the Montreux Convention and International Law

US Embassy Tbilisi, Georgia

 



ყველა საავტორო უფლება დაცულია. საიტიდან ნებისმიერი მასალის ციტირებისას მიუთითეთ palimfsesti.ge-ს ლინკი
Created by weber.ge